ბევრი ფიქრობს, რომ სარკაზმი ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და გულისტკენის საშუალებაა, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სარკასტული ხუმრობები ინტელიგენტ ადამიანებს ახასიათებთ, და აი ამის დასტურად რამდენიმე მიზეზი:
სარკაზმი სწორ გაგებაში გვეხმარება – ხაიფას უნივერსიტეტის ფსიქოლოგების თქმით, ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ სარკაზმი არიან მგრძნობიარეები და ყოველთვის ხვდებიან, როდესაც ატყუებთ.
სარკაზმი გონიერების ნიშანია – კვლევებმა აჩვენა, რომ სარკაზმის გაგებას განსაკუთრებული უნარები სჭირდება.
სარკასტული ადამიანები პრობლემებს ყველაზე კარგად უმკლავდებიან – სარკაზმის მოყვარული ადამიანის ტვინი 100%-ით კარგად მუშაობს, ამიტომ მას არ უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება.
კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელთაა – როგორც მაკალისტერის კოლეჯის ლინგვისტი ირწმუნება სწორედ ასეთი ადამიანები არიან ყოველთვის ყურადღების ცენტრში.
სარკასტული ადამიანები შეუდრეკელნი არიან – ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ გულთან არაფერი მიაქვთ.
სარკაზმი ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა – კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, სარკაზმი ტვინის ვარჯიშს უწყობს ხელს. ამიტომ გვირჩევენ ვივარჯიშოთ სარკასტულ პასუხებზე.
ისინი ერთი სიტყვით იმარჯვებენ – მათ გააჩნიათ უნარი იმისა, რომ ერთი სიტყვით ადამიანი „ნოკაუტში ჩააგდონ“.