fbpx

“თუ ბოლომდე დავიჯერებდი… ასეა, მთავარია რწმენა!”

ავტორი ჟოლო
186 ნახვა

ქაღალდის ნავი

სასიამოვნო გრილი გაზაფხულის მიწურული იყო, როცა ქაღალდის ნავში ჩავჯექი, ნელი სიო მიასრიალებდა ჩემს ნავს დინების მიმართულებით, სიმოვნებისგან გაბუჟებულს ბედნიერი ღიმილი სახიდან არ მომშორებია, თუმცა ნავი რომ ქაღალდის იყო, ჩაჯდომისთანავე ვიცოდი.

აბსურდი მხიბლავს? არ ვიცი, მაგრამ ხანდახან ამ აბსურდულობას იმხელა ხიბლი აქვს!

რატომ ჩავჯექი? იმიტომ რომ ზუსტად ის ტემპერატურა იყო რომელსაც ვეძებდი, ზუსტად ის სუნი რომელიც მიზიდავს, ხმა ხო ხმაა, დაბალი ძლიერი, თბილი, ტკბილი ხმა, თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს გამუდმებით, რომ უყვარხარ და მიუხედავად იმისა, რომ ნავი ქაღალდის არის გაჯერებს რომ არ ჩაიძირება !

ზოგადად გამიგია რომ ხმას, ადამიანის ფსიქიკაზე შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს, ამ შენთვის მომხიბვლელ ხმას შეუძლია მოჯადოვება! დღეს მეფიქრება უკუსვლით, ხომ ვიცოდი რომ ნავი ქაღალდის იყო ! ვიცოდი რომ ქაღალდის ნავში დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და ჩაძირვამდე გადმოვხტებოდი, მაგრამ მიყვარს ჩემი ქაღალდის ნავი, მის გარშემო ყველაფერი მე მოვიგონე, ამიტომ მიყვარს რაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მართალია ნავი ქაღალდისაა მაგრამ დანარჩენი ზემოთ აღწერილი სრული სიმართლეა, უბრალოდ მე აღარ მჯერა ჩემი ფანტაზიების !

ალბათ მაინც რეალისტი ვარ, რომ არა ბოლომდე გავყვებოდი ჩემი ფანტაზიის ნაყოფს, იქამდე ილივლივებდა წყალზე სანამ ნდობა მექნებოდა ჩემი საკუთარი მოგონილი აბსურდის, თუ ბოლომდე დავიჯერებდი არც ჩაიძირებოდა, ასეა მთავარია რწმენა ! სამწუხაროდ ხანდახან მიწაზე ორივე ფეხით დგომაც მჭირდება!

ავტორი: ეკა ბალანჩივაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment