fbpx

“… და სანამ ეს ნაპერწკალი არსებობს” …

ავტორი ჟოლო
240 ნახვა

ადრე შემხვდა ერთი ამერიკელი გენერლის (თუ არ მეშლება) ვიდეო, სადაც ძალიან კარგად ხსნის წესრიგის მნიშვნელობას ჯარში, და ამ წესრიგის მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ადამიანი საკუთარი პირადი სივრციდან და ოთახიდან იწყებს წესრიგზე ზრუნვას.

მოწესრიგებული პირადი სივრცე საშუალებას აძლევს ადამიანს ეს თვისება გადაიტანოს ჯარში, ჯარი კი თავის მხრივ სახელმწიფოს უზრუნველყოფს ამით. ასევეა სხვა ნებისმიერი რამ ჩვენს ცხოვრებაში, დამოუკიდებლობაც…

ჩვენ თუ გვინდა ნამდვილ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ, პირველ რიგში საკუთარ სივრცეში უნდა გვახასიათებდეს ეს, რომ მერე შესაბამისად განვავრცოთ სხვადასხვა სფეროებში ჩვენს გარშემო. სახელმწიფო დამოუკიდებელი ვერ გახდება იქამდე, სადაც ხალხის უმეტესობა 40 წლის ასაკშიც დედაზეა დამოკიდებული, სადაც “დიპლომები” სახლში მიაქვთ მშობლებს, კომუნალურებს დედის პენსიით იხდიან, მანქანებს და აგარაკებს მეზობლის გულის გასახეთქად ყიდულობენ. სადაც ცოლები მშობლებისთვის მოყავთ და შვილებს ბებია-ბაბუებისთვის აჩენენ. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან ილუზორულია, მაგრამ ის ნაპერწკალი ჯერ კიდევ არ ჩამქრალა ჩვენს გულებში, რაც სიამაყეს განგვაცდევინებს ამ ფაქტის გამო და სანამ ეს ნაპერწკალი არსებობს, ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ეს ოდესმე შეიძლება რეალობად იქცეს.

ამიტომ უნდა გვახსოვდეს 1918 წლის 26 მაისიც, 1989 წლის 9 აპრილიც და კიდევ ბევრი თარიღი. უნდა გვახსოვდეს ის ხალხი, ვინც სისხლის ფასად ჩაწერა ისტორიაში ეს თარიღები და ვინც პატივისცემას იმსახურებს ჩვენი მხრიდან იმ სიმამაცისთვის, რაც ჩვენ დღემდე წინსვლის ბიძგს გვაძლევს.

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=4i170VkhYqE”]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment