fbpx

“გაიაზრე, რა ცოტა დაგრჩა”…

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

“- მაშინ აი, ჩემი რეცეპტი, გოგონი.
დახუჭე თვალები და წარმოიდგინე დღე, რომელიც ერთხელ დადგება: ძალიან მოხუცი და დაჩაჩანაკებული, წევხარ საწოლში და წამოდგომა არ შეგიძლია.
წარმოიდგინე ეს მომენტი დეტალებში, იგრძენი წამლების სუნი, ერთჯერადი ზეწრის შრიალი, სიცივე, რომელიც დაბუჟებულ ხელ-ფეხს ევლება.
გახდეს შენი ფანტაზია დროის მანქანა. დახუჭე თვალები და იყავი იქ – ოთახში, საკუთარ თავთან, მოხუცთან, რომელიც ქრება.
იგრძენი სასთუმალთან მდგარი სიკვდილის ანგელოზის სუნთქვა.
გაიაზრე, რა ცოტა დაგრჩა.
და, გეფიცები, თუ შენი ფანტაზია კარგად მოინდომებს, შენ, სულ სხვანაირი დაბრუნდები რეალობაში – ადამიანად, რომელიც აღარ ნერვიულობს რაღაც წვრილმანების გამო. თუნდაც, ეს ცუდ ხასიათზე ყოფნა ან შეყვარებულის დაკარგვა იყოს.
შეადარე პრობლემის ზომა, საჯდომის მუწუკს კი არა, არამედ, თუნდაც, ყვავილების გვირგვინს, კუბოს სახურავზე.”

ავტორი – კრისტინა სტარკი,

წიგნიდან ლილიტის მეძებრები

წყარო: Eteri Filipovich

მსგავსი სტატიები

Leave a Comment