ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– ჯერ ის მითხარი შვილო, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, საიდანაც შენ მოხვედი? – კითხვა შეუბრუნა მოხუცმა.
– საშინლად ეგოისტი და ბოროტი ადამიანებით იყო სავსე იქაურობა და იმიტომ წამოვედი იქიდან.
– სამწუხაროდ აქაც ისეთივე ადამიანებს გადაეყრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
ცოტა ხნის შემდეგ ქალაქს მიუახლოვდა სხვა მოგზაური, რომელმაც იგივე შეკითხვა დაუსვა მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– და როგორები ცხოვრობდნენ იქ, საიდანაც მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა მასაც მოხუცმა.
– არაჩვეულებრივი, სიკეთით სავსე, სტუმართმოყვარე, ადამიანები, ძალიან დამწყდა გული, რომ მათი დატოვება მომიწია.
– საბედნიეროდ აქაც ისეთივე ადამიანებს შეხვდები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
შორიახლოს აქლემებს არწყულებდა ერთი ადამიანი რომელმაც კარგად გაიგონა მოხუცის გასაუბრება ორივე მგზავრთან და გაოცებულმა ჰკითხა მას:
– ამიხსენით, რატომ გაეცით სრულიად განსხვავებული პასუხები ერთი და იმავე კითხვაზე?
– ყველა ადამიანი საკუთარ სამყაროს თვითონვე დაატარებს, თავისი გულით. ის, ვინც ვერ აღმოაჩინა ვერაფერი კარგი იქ, საიდანაც მოვიდა, ვერც აქ იპოვის რამეს. ხოლო ის, ვისაც ჰყავდა ბევრი მეგობარი სხვა ქალაქში, აქაც იპოვის მონათესავე სულის ადამიანებს. ვინაიდან ადამიანები ჩვენს გარშემო ხდებიან ისეთები, როგორებადაც ჩვენ ვხედავთ მათ.