მუხლუხი პეპლად შემთხვევით ვერ გარდაიქმნება, არც პიროვნული ტრანსფორმაცია ხდება შემთხვევით. თუ გსურთ უკეთეს პიროვნებად გარდაიქმნათ და მეტი შანსი გქონდეთ წარმატებისთვის, ამისთვის თავად მოგიწევთ ბრძოლა.
შესაძლოა უკვე იცით ვინ გსურთ გახდეთ, მაგრამ ვერ ახერხებთ შედეგამდე მისვლას. რატომ ხდება ეს? საქმე ისაა, რომ თქვენ არ ხართ ამისთვის შესაფერისი პიროვნება, ანუ გჭირდებათ პიროვნული ცვლილებები. თქვენ უნდა გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტი.
იპოვნეთ თქვენი „რატომ“ – ამას ეძახიან მოწოდებას. რიჩარდ ბრენსონი კმაყოფილი არ იყო ავიახაზების მომსახურებით, მან მიაგნო თავის მოწოდებას და შექმნა ავიახაზები, რომლითაც მომსახურება გააუმჯობესა. სტივ ჯობსს სურდა ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანებს ინტერაქციის მეტი შესაძლებლობა მისცემოდათ და ასეც მოიქცა. თქვენც უნდა იპოვოთ თქვენი „რატომ“. ეს მოგცემთ მოტივაციას, რომ მიჰყვეთ მიზანს.
მიიღეთ რჩევები – იმისათვის, რომ თქვენს საბოლოო მიზანს მიაღწიოთ დაგჭირდებათ გზაზე დაყენება, რათა არ დაიკარგოთ. სწორ გზაზე დასადგომად შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ადამიანების გამოცდილებები, რომლებმაც მსგავსი გზა უკვე გაიარეს. აირჩიეთ მენტორი, ან წაიკითხეთ ლიტერატურა ადამიანებზე, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს.
დატოვეთ კომფორტის ზონა – ეს არ არის მარტივი, თუმცა აუცილებელია. ნუ ეცდებით შოკი მიაღებინოთ საკუთარ თავს. დაიწყეთ ნელ-ნელა. ყოველდღიურად გააკეთეთ რაღაც ისეთი, რაც დისკომფორტს გიქმნით. რა შეიძლება მოხდეს ამ დროს? უარი, დაბნეულობა. მაგრამ გახსოვდეთ, ეს თქვენი წარმატებული გზის დასაწყისია.
მიენდეთ პროცესს – ერთ ღამეში მიღწეული წარმატება ბედნიერებას ვერ მოგიტანთ, რადგან ამ დროს მოსაყოლი არაფერია. დაიძინეთ და წარმატებულმა გაიღვიძეთ, ნამდვილი წარმატება ასე არ მოდის. ყველაზე მთავარია გზაა, რომელსაც წარმატებამდე გადიხართ, რადგან ნამდვილ ბედნიერებას სწორედ ეს განიჭებთ.
აირჩიეთ საკუთარი თავი – იყავით კმაყოფილი საკუთარი თავით. გახსოვდეთ, რომ თუ თავად არ დააფასებთ საკუთარ თავს ამას სხვა არ გააკეთებს. ყოველ საღამოს უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.