fbpx

შოკოლადი წონის დაკლებაში გვეხმარება(?!)

ავტორი Ann
188 ნახვა

ხშირად მოგისმენიათ, რომ შოკოლადი წონის მატებას უწყობს ხელს? ალბათ თქვენც გამოგირიცხავთ დიეტის დროს. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ ეს დაკვნა სწორედ თქვენთვისაა.

 

ნიუ-იორკის სირაკუზის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 23-დან 98 წლამდე ასაკის 968 ადამიანზე მოახდინეს დაკვირვება და ძალიან საინტერესო დასკვნა დადეს: თუ თქვენ გაღვიძებისთანავე შოკოლადს შეჭამთ არა მხოლოდ ენერგიას მოიკრებთ, არამედ ეს წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

 

„როდესაც თქვენ იღვიძებთ თქვენი გონება იწყებს ენერგიის მოძიებას. თუ მას შოკოლადს მიაწოდებთ სხეული მოახერხებს ენერგიის აღდგენას და შეძლებს მის შენარჩუნებას, წონაში კი აღარ მოიმატებთ,“ – ამბობს პროფესორი დანიელა იაკუბოვიჩი.

 

მისი თქმით, შოკოლადი უნდა მიირთვათ დილის 9 საათამდე, ამ დროს ის გონებას მარტივად ხსნის და გარდა ამისა ის კალორიებს ებრძვის. ამის მიზეზი კაკაოში აღმოჩენილი სპეციალური ნივთიერებაა, რომელიც წონის დაკლებაში გეხმარებათ. მეცნიერების თქმით, მსგავს ნივთიერებას შეიცავს ჩაი, წითელი ღვინო, ყურძენი და ვაშლი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment