fbpx

“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი”

ავტორი ნინო გონგაძე
753 ნახვა

= სიცოცხლე არის ის, რის შენარჩუნებასაც ადამიანები ყველაზე მეტად ცდილობენ და ყველაზე მეტად არ უფრთხილდებიან.

= სიცოცხლე – შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი.

= ვინც სიცოცხლეს არ აფასებს მისი ღირსი არაა.

= სიცოცხლე იქამდეა ნეტარება, ვიდრე არ ჩაფიქრდები.

= თუ ხედავ და გრძნობ არსებობ, თუ აზროვნებ- ცოცხლობ.

= ჩვენ ვცოცხლობთ არა იმისთვის, რომ ვჭამოთ, არამედ ვჭამთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ.

= მნიშვნელოვანია არა ის, რომ მეტი დღეებით გავამდიდროთ ჩვენი სიცოცხლე, არამედ ის რომ დღეები გავამდიდროთ მეტი სიცოცხლით.

= სიცოცხლეში გაკეთებული საკუთარი საქმეებით გახარება არის ყველაზე დიდი სიკეთე, რადგან ადამიანს არ ძალუძს იმის დანახვა თუ რა იქნება მისი გარდაცვალების შემდეგ.

= სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…

= სიცოცხლე – ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე იგი.

= სიცოცხლე უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ შენ მისგან იღებ ყოველგვარ სიამოვნებას.

= სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა.

= სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია.

= ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე.

= სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.

= სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.

= სიცოცხლე მთაა. მის მწვერვალზე ასვლით ნელ-ნელა ადიხარ, მაგრამ ჩამოსვლით კი სწრაფად დაეშვები.

= სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

= სიცოცხლე უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ შენ უკვე გაქვს პატივი ცხოვრობდე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment