48
“წარუმატებლობა თქვენი მასწავლებელი უნდა გახდეს და არა მესაფლავე!” ზიგ ზიგლარი
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თქვენი გეგმები ერთიანად იშლება.
* ამ დროს თქვენი რეაქცია თქვენი სულიდან მოდის;
* ამ დროს მოქმედებს თქვენი ჭეშმარიტი „მე“;
* ამ დროს ავლენთ თქვენ ნამდვილ ბუნებას.
ნუ გატყდებით სულიერად, ნუ წაიქცევით, რადგან თქვენი წაქცევით მხოლოდ თქვენ არ წაიქცევით, არამედ თქვენი ახლობლებიც.
აქ „დომინოს“ პრინციპი მუშაობს. ასე რომ, იყავით სულიერად ძლიერი – არა ზეასვლის, არამედ ქვემოთ ვარდნისას.
იყავით დიადი სული, რომელსაც ტკივილის ატანა და წაქცევისას ფეხზე წამოდგომა შეუძლია!
სიყვარულით რამაზ გიგაური
