fbpx

რაზეც აქამდე ეუბნებოდი შენს თავს „ვერა“, დღეიდან უბრალოდ უთხარი – კი, მე ამას შევძლებ!

ავტორი ჟოლო
130 ნახვა

…როგორი მასიურად საყვარელი სიტყვაა – „ვერა“
ვერ შევძლებ, ვერ შევწვდები, ვერ გავაკეთებ….
იგი იშიფრება როგორც: – „მეშინია „ ან „მეზარება“ , თუმცა…დაზარება ისევ გამომდინარეობს პირველიდან – მეშინია….
რისი გვეშინია?
რომ არ გამომივიდეს?
რომ შემეშალოს?
რომ დავკარგო? ( ის რაც არასოდეს გქონიათ , ანუ
რომ შევრცხვე ხალხთან? – ანუ, რომ არ გამოგივათ და შეგეშლებათ, ხომ მოგეჭრათ თავი მეზობლებში??? )
ეჰჰჰჰ!!
თუ გინდათ რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც თქვენ გინდათ, უკეთილშობილესი სურვილებით დაეთხოვეთ მეზობლების აზრს და მოუსმინეთ საკუთარს, თუმცა…..

საკუთარი სურვილების მოსასმენად ცოტა გარჯა მოგიწევთ, რადგან საქართველში საზოგადოების აზრი როგორც წესი, საკმაოდ ხამაღლაა ჩვენს გონებაში ჩაწერილი.

p.s.
რაზეც აქამდე ეუბნებოდი შენს თავს „ვერა“, დღეიდან უბრალოდ უთხარი – კი, მე ამას შევძლებ!
შენ მხოლოდ უთხარი და 1 თვეში რა ცვლილებებიც მოხდება შენს ცხოვრებაში არ დაგავიწყდეს გამიზიარო.

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment