fbpx

როგორ გადავეჩვიოთ დაგვიანებას?..

ავტორი Ann
97 ნახვა

ხშირად გიწევთ გამოიყენოთ ფრაზა: „უკაცრავად დაგვიანებისთვის“? მაშინ თქვენ იმ უამრავ ადამიანს შორის ხართ, რომლებიც შეხვედრაზე თითქმის ყოველთვის აგვიანებენ. შესაძლოა ეს ფაქტი ძალიან გაწუხებთ და ხშირად ფიქრობთ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა. ექსპერტი დიანა დელონზორი გვთავაზობს რამდენიმე გამოსავალს.

 

პირველ რიგში ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი თქვენივე გონებიდან მოდის, თუ ხშირად აგვიანებთ ეს თქვენი ჩვევაა და არა გარემოებების „დამსახურება“.

 

უპირველეს ყოვლისა იმისთვისს, რომ გადაეჩვიოთ დაგვიანებას ეცადეთ ჩამოწეროთ რა საქმიანობა რამდენ დროს გართმევთ ყოველდღიურად. მაგალითად, რამდენი დრო გჭირდებათ ჩაცმაში, წყლის გადავლებაში, თმის გაკეთებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში შეძლებთ დრო ისე გადაანაწილოთ, რომ არ დაიგვიანოთ.

 

გასვლის წინ დაისვენეთ. არასოდეს ეცადოთ სახლიდან გასვლის წინ უპასუხოთ ერთით მეტ მეილს, გარეცხოთ სარეცხი ან გააკეთოთ ისეთი საქმე, რასაც მოგვიანებითაც შეძლებთ. საერთოდ, გასვლამდე 10 წუთის განმავლობაში უბრალოდ დაჯექით და დაისვენეთ.

 

არ გამოიცვალოთ ტანსაცმელი – შეხვედრაზე გასვლამდე კარგად დაფიქრდით რისი ჩაცმა გსურთ, ნუ გამოიცვლით გასვლამდე, რადგან ეს დროსაც წაგართმევთ და ხასიათსაც გაგიფუჭებთ.

 

თუ გსურთ შეხვედრაზე არ დააგვიანოთ არ განსაზღვროთ სახლიდან გასვლის დრო, განსაზღვრეთ რა დროს უნდა დაიწყოთ მომზადება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment