ფოთი მალე ფრანკფურტსა და მაინს დაუმეგობრდება. სწორედ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს გერმანიიდან უცხოეთში მცხოვრები ქართველი ქველმოქმედი ნინო ყამბეგაშვილი ეწვია. 6 დეკემბერს შეხვედრა ქალაქ ფოთშია დაგეგმილი. ფოთის მერი დავით სარსანია ფრანკფურტის ქართულ–გერმანულ ასოციაციის პრეზიდენტს ნინო ყამბეგაშვილსა და საქართველოს კულტურის პალატის თავჯდომარეს დავით ოქიტაშვილს უმასპინძლებს. ამ შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას სამი მხარე მოაწერს ხელს. ხელშეკრულება კი ითვალისწინებს ქალაქ მაინის, ფრანკფურტისა და ქალქ ფოთის დამეგობრებასა და უახლოეს მომავალში ბევრი მნიშვნელოვანი საერთო კულტურული პროექტების განხორციელებას.
ნინო ყამბეგაშვილი: „ამ იდეას მხარს უჭერს თვით ფრანკფურტის მერი პეტერ ფელდმანი, რომელიც უახლოეს მომავალში ფოთის მერს ბატონ დავით სარსანიას ფრანკფურტში მიიწვევს. ამჯერად ფოთს მისგან გამოგზავნილ წერილსა და საჩუქრებს გადავცემ. მემორანდუმის ხელშეკრულების ხემოწერის შემდეგ , ფოთის ნიჭიერი მუსიკოსი მოზარდები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ქალაქ ფრანკფურტში იმყოფებოდნენ, სტუმრებისთვის კონცერტს გამართავენ. სამომავლოდ კი ყველა პროექტს, რომელსაც ფრანკფურტის ქართულ გერმანული ასოციაცია გერმანია საქართველოში განახორციელებს, მხარს დაუჭერს საქართველოს კულტურის პალატა – დავით ოქიტაშვილი.“
