154
„რომი იყო პირველი და ყველაზე მთავარი ქალი ჩემს ცხოვრებაში, მე მას ვეტყოდი, რომ ის ყოველთვის ჩემს გულსა და მოგონებებშია“ – განუცხადა თბილისში მყოფმა ალენ დელონმა ჟურნალისტებს.
ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ავსტრიელი წარმოშობის რომი შნაიდერი, 1959-1963 წლების განმავლობაში იყვნენ ერთად.
გავრცელებული ინფორმაციით რომი შნაიდერმა თავი მოიკლა, თუმცა ექპსერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მას გული გაუსკდა.
ალენ დელონს საოცრად აქვს გადმოცემული პარტნიორისადმი სიყვარული, რომელსაც ვიდეოში იხილავთ.