…არ არსებობს მდგომარეობა , საიდანაც არ არსებობს გამოსავალი 🙂
უბრალოდ… ხშირად ეს გამოსავალი არ გვაწყობს
ან არ გვაწყობს რომ დავინახოთ…
ხანდახან ისეც ხდება, რომ გამოსავლის გვეშინია…..
არც ის გახლავთ იშვიათობა, როცა ადამიანები თვლიან, რომ დიახაც! ღირსნი არიან რომ ამ დღეში იყვნენ და ა.შ.
თქვენი წარმატება დიდწილად შედგება იმისაგან, თუ თქვენი აზრით
. რას იმსახურებს ის ადამიანი რომელიც თქვენ ხართ
და
. რა წარმოდგენის ხართ იმ ადამიანზე, რომელიც თავად ბრძანდებით.
თუ ამ საკითხში ყველაფერი “კარგადაა” მაშინ ცხოვრებაშიც აწყობილი უნდა გქონდეთ ყველაფერი….
არ მეთანხმებით?
ნება თქვენია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, გარდა თქვენი ცხოვრების ხარისხისა..
რაც შეიძლება მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ საკუთარ თავს….მაგ.
. ხშირად გიწევთ სხვა ადამიანების განკითხვა გამოლანძღვა?
არააა?
და თქვენ არ იყავით გუშინ, გუშინწინ პოლიტიკურ და სხვადასხვა თემებზე ხან ვის რომ ლანძღავდით ხან ვის??????
აააა, კი არ ლანძღავდით , ფაქტის კონსტატაციას აკეთებდით?
არა ძვირფასებო, არაააა!!!!!
უამრავ საგანს, ადამიანს, ფაქტს, მოვლენას გააჩნია მინიმუმ სამი სამზერი მხარე:
1.საიდანაც იგი ნეგატიურად ჩანს,
2.საიდანაც იგი პოზიტიურად ჩანს,
3.საიდანაც იგი ნეიტრალურად ჩანს.
თქვენი მზერა და მხედველობა
ანუ
მსოფლმხედველობა რის დანახვაზეა “დაგეშილი” და დაპროგრამებული?
ამის აღმოჩენა -აღიარება,
გადაწყვეტილების მიღება შეცვლის შესახებ,
მოქმედებების განსახორციელებლად შედეგის მისაღწევად,
შედეგის მიღება და შედეგით კმაყოფილება;
და
ამ “წრეზე” ცხოვრება, არის სწორედ რომ გასაღები ისეთი ცხოვრების, სადაც არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა 🙂
———————————————
სიტუაცია – “როდესაც უფროსმა გამოლანძღა თანამშრომლები რომლებიც თვლიან რომ ამას არ იმსახურებენ,
ერთი – გადაწყვიტავს მოითმინოს და გადაყლაპოს ბოღმა….(მაგრამ ბოღმა არ იყლაპება ძვირფასებო , არააა) და გააგრძელებს გაბრაზებას მთელს სამყაროზე, ოჯახზე, ბედზე, ქვეყანაზე, მთავრობაზე, იმის გამო, რომ ასეთ უფროსის მოთმენა უწევს ლუკმა პურისათვის.
მეორე – წამოვა სამსახურიდან და უკეთესის ძებნით დაკავდება….და თუ მართლა მოინდომებს , აუცილებლად იპოვნის.
მესამე – ისე გაბრაზდება, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას აღარასოდეს ყავდეს უფროსი, ….ადგება და საკუთარ საქმეს წამოიწყებს…
ასე რომ….
გამოსავალი არსებობს ყოველთვის….
აირჩიე გზა და პოზიტივის დანახვაზე გაასწორე შენი მხედველობა 🙂
წარმატებებს გისურვებ 🙂
p.s.
და თუ არ იცი ეს როგორ გააკეთო, 557 775 571- დაგეხმარებით:)))
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი