fbpx

„არასოდეს დანებდეთ“ – ნინო სურგულაძე და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

ავტორი ჟოლო
32 ნახვა

„ყოველთვის ღირს ბრძოლა იმისთვის რისიც გჯერათ და გიყვართ, არასოდეს არ დანებდეთ“ – წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ნინო სურგულაძე,  რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმღერის გარდა ერთ დიდ კეთილ საქმეს ჩაუდგა სათავეში და თავისი შემართებითა და გვერდში დგომით დღემდე ბევრის იმედია.

ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“  საზოგადოებასა და კომპანიებთან ერთად ათეულობით ბავშვს შეუნარჩუნა სიცოცხლე. ამჯერად მომღერალმა სოციალური ქსელით თეონა ჩიტაძის ამბავი ახარა საზოგადოებას.

ნინო სურგულაძე: „ჩვენი ნატვრის ხის ბენეფიციარს თეონა ჩიტაძეს (19) რამოდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქ სტამბოლში აჯიბადენის კლინიკაში სასწრაფო და ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა, თეონა თავს კარგად გრძნობს და გახარებული და ბედნიერია. ჩვენც ვუერთდებით მის სიხარულს“

.teona ninos

მსგავსი სტატიები

Leave a Comment