fbpx

რა გიშლით ხელს წარმატების მოპოვებაში?!

ავტორი Ann
2.3K ნახვა

ადამიანები ზოგჯერ ვერც კი ხვდებიან, რომ მათი ხასიათის თვისებები პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან. წარმატებული მეწარმე სტეფანი სინკლერი თავის წიგნში „მოკეტე და იმუშავე“ აღწერს ადამიანების 5 კატეგორიას, რომლებიც წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი:

მეოცნებე – თუ ადამიანი საკუთარ ოცნებებს მოქმედებაში არ მოიყვანს ოცნება ოცნებად დარჩება.

ჩაკეტილი ადამიანი – ე.წ. მუდო ადამიანები გამუდმებით სხვებს უთვალთვალებენ და კარგავენ ძვირფას დროს, როდესაც შეუძლიათ თავიანთთვის სასარგებლო რამ გააკეთონ.

ეჭვიანი – ეჭვიანობა წარმატების მტერია. თუ ვინმესი გშურთ ეცადეთ ეს მოტივაციად გამოიყენოთ, რომ თქვენ მეტის გაკეთება შეძლოთ.

პესიმისტი – ასეთი ადამიანი გამუდმებით ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა და ეშინია.

განმკითხავი – როდესაც გამუდმებით სხვებს განიკითხავთ, გიჩნდებათ შიში, რომ სხვებიც განგიკითხავენ თქვენ. სწორედ ეს შიში გიშლით წარმატებაში ხელს.

სინკლერი აქვე ამბობს, რომ ეს თვისებები სულაც არაა ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ამიტომ იმოქმედეთ და ეცადეთ მოიშოროთ ის, რაც წარმატებაში ხელს გიშლით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment