fbpx

„აქ ეძინა ჰანს კრისტიან ანდერსენს…“

ავტორი Ann
35 ნახვა

გენიალურ aდამიანებს უცნაურობები ახასიათებთ. ეს ორი შესანიშნავი მწერლის ისტორიაა, რომელიც ღიმილს მოგგვრით.

 

ინგლისელმა ნოველისტმა ჩარლზ დიკენსმა და დანიელმა მწერალმა ჰანს კრისტიან ანდერსენმა ერთმანეთი 1847 წელს ინგლისში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. მალევე დამეგობრდნენ და ანდერსენმა მიპატიჟებაც მიიღო. რასაკვირველია, მწერალი თავის კურმირთან სტუმრად ჩავიდა, თუმცა… ეს სტუმრობა 5 კვირას გაგრძელდა.

 

დიკენსი მეგობრის ხანგრძლივმა სტუმრობამ იმდენად შეაწუხა, რომ ზრდილობიანად მიანიშნა, რომ სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი საბავშვო ზღაპრების ავტორმა დიკენსების სახლი დატოვა, ჩარლზმა სასტუმრო საძინებლის სარკეზე მიაწერა: „ამ ოთახში ეძინა ჰანს კრისტიან ანდერსენს 5 კვირის განმავლობაში – რომელიც ოჯახისთვის საუკუნე იყო!“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment