ზოოპარკის დირექტორს საზოგადოება სრულ მხარდაჭერას უცხადებს. სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი:
“სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გავიცანი ბატონი ზურა გურიელიძე წლების წინ და სულ მახსოვდა ეს საოცარი ადამიანი. ვიღაცას გაუკვირდება: სად შენი სფერო და სად ზოოპარკის დირექტორიო. პითონი მინდოდა პოდიუმზე გამეყვანა, სახელად ,,მონტი”. ერთხელ შევხვდი და დიდხანს გამყვა შთაბეჭდილება.
18 წლის განმავლობაში ათასობით ადამინს დამაკავშირა ჩემმა პროფესიამ, მაგრამ 60% არც სახელები მახსოვს მათი და ვერც სახეზე ვიცნობ სადმე რომ შემხვდეს. ზურა გურიელიძისნაირები იშვიათნი არიან ჩვენს დროში. დიდი ადამიანია ბატონი ზურა, დიდი გულით, საოცრად გულისხმიერი, ნამდვილი პროფესიონალი. ვერ დავიჯერებ, რომ ვინმემ ისე განიცადა ეს ამბავი (დაზარალებულებს არ ვგულისხმობ), როგორც ბატონმა ზურამ და ახლა , იმიტომ რომ კაცების კაცია და განაცხადა: ჩემს თავზე ვიღებო პასუხისმგებლობას, ხელი შეაწმინდეს მაღალჩინოსნებმა. არა ბატონებო, არ გამოვა ეს ამბავი!. ეს ადამიანი მარტო ჩვენ კი არ გვიყვარს მხოლოდ , ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება გვხვდა წილად-მთელი ქალაქის გული მოინადირა. საკუთარი შვილებივით უყვარდა ზოოპარკის ყველა ბინადარი. მგლოვიარე ადამიანს, რომ შვილი გარდაეცვლება და ამ დროს თვლა-ანგარიშს მოსთხოვ, ხომ უნდა გეყოს ჭკუა, რომ 100% სიზუსტით შენ არ გამოაცხადო?
ახალ ზოოპარკსაც ზურა გურიელიძე უნდა ჰყავდეს. არავინ არის მასზე უკეთესი!”
გუშინ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის შემდეგ ზურაბ გურიელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია რომ მის დაკავებას აპირებდნენ, თუმცა როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა ტრაგედიაში დამნაშავე ზოოპარკის დირექტორი არ არის.