ყველა მშობელს სურს მისი შვილი წარმატებული და აქტიური იყოს, ამიტომ ხშირად ისინი ზაფხულის არდადეგებს მათ თავად უგეგმავენ. ზოგჯერ დედები ბავშვებს საზაფხულო ბანაკებშიც იმისთვის უშვებენ, რომ რეჟიმში იყვნენ და „სასარგებლო საქმე“ აკეთონ.
ბავშვთა ფსიქოლოგის, ლინ ფრაის თქმით კი ეს სინამდვილეში ბავშვს უბიძგებს უმოქმედობისკენ და ის მომავალში გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებს.
„მშობლის როლი ის გახლავთ, რომ ბავშვი მოამზადოს მოზრდილი ცხოვრებისთვის. თუ თქვენ შვილს თავად დაუგეგმავთ არდადეგებს ის დამოუკიდებელ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება“, – ამბობს ფრაი.
მისი რჩევით, მშობელი ბავშვებთან ერთად უნდა დაჯდეს და ჩამოწეროს გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები: კითხვა, ველოსიპედით სეირნობა, ვარჯიში, ხატვა და ა.შ. და თუ ბავშვი დაიღლება და დაიწუწუნებს უბრალოდ აჩვენეთ სია და ის მიხვდება, რომ გეგმის დარღვევა მასაც მოუტანს ზიანს.