fbpx

ბედნიერი ურთიერთობების შექმნის რეცეპტი ქალბატონებს – ნუ ეძებთ მამაკაცს

ავტორი ჟოლო
328 ნახვა

– ნაცვლად იმის, რომ ვეძებოთ მამაკაცი, შევეცადოთ ვიპოვოთ საკუთარი თავი. აი, სად გველოდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები.

– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ როდის გამოიჩენს მამაკაცი ყურადღებას, დავიწყოთ ეს დამოუკიდებლად. გავხად ოთ საკუთარი თავი საუკეთესოს ღირსი და გავახვიოთ ის მზრუნველობაში.

– ნაცვლად იმის, რომ საყვარელი მამკაცისაგან ველოდოთ სიყავრულის გამოხატვას, პირველ რიგში, საკუთარი თავი ავავსოთ სიყვარულით.

– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ ვისთვის გავხდებით საჭირო, შევეცადოთ მაინც, გავხდეთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანი, საკუთარი თავისთვის.

– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ მამაკაცმა მოგვიძღვნას თავი, დავიწყოთ საკუთარი თავიდან – დ ა ვ ი ბ რ უ ნ ო თ საკუთარი ცხოვრება .

– ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ მამაკაცისგან ერთგულებას, თავად გავხდეთ საკუთარი თავის (აზრების და არა მარტო…) ერთგული.

– ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ მამაკაცმა გაგვხადოს ბედნიერი, შევეცადოთ მაინც, გავხდეთ ბედნიერი თავად.
ბედნიერების წყარო (როგორც იმ სხვა დანარჩენის, რასაც სხვისგან ვითხოვთ) იმალება თითოეულ ჩვენთაგანში შიგნით, სხვები უბრალოდ ი რ ე კ ლ ა ვ ე ნ მას.

თუ კი ყველა მოცემულ პირობას შეასრულებთ, თქვენ წინაშე თავს დახრის მთელი „საკაცეთი“ (მომიტევეთ, ცუდად თუ კი მოგესმათ), უბრალოდ, მინდოდა მეთქვა – ქალს რომელიც ასხივებს ბედნიერებას და სიყავრულს ვერ დატოვებს გულგრილს ვერავის, მითუმეტეს იმ ერთადერთს ❤

ნუ ეცდებით თქვენი პრობლემების გადაწყვეტას მამაკაცში, ეს მცდარი გზაა. ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ თავად, დატკბით ცხოვრებით, აივსეთ სიყვარულით და „ბედი კარებზე მოგადგებათ“ ძალისხმევის გარეშე!

სიყვარულით,
ურთიერთობების ქოუჩი თამარ კვარაცხელია

წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment