27
ღამის 10 საათია, მატარებლით მივდივარ სამსახურიდან სახლში, ერთი სასიამოვნო გარეგნობის ახლგაზრდა წყვილი შემოდის და ბიჭი გოგოს ქართულად ეუბნება: ეხლა ვიწყებთ ერთმანეთისთვის ცხოვრებას და გპირდები ყველაფერი კარგად იქნებაო! – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები გია ხუროშვილი.
გია ხუროშვილი: იმდენად კარგები არიან, ვერ დააიგნორებდი, გამოველაპარაკე, ერთი ახალბედა ექიმია, მეორე იურისტი, ორივემ ქვეყანა უპერსპექტივობის გამო დატოვა და კიდევ ერთხელ ძალიან მეწყინა!…. 1000 დოლარით ჩამოვიდნენ, გოგო ბებიასთან მუშაობს, ბიჭი მიმტანად ……..ჭკვიანი, ზრდილობიანი და განათლებული თაობა უპერსპექტივობის გამო რატომ უნდა ტოვებდეს ქვეყანას? მე აქ რაც შემიძლია ყველაფრით დავეხმარები, იმიტომ რომ საამაყო ადამიანბი არიან, საუკეთესო ოჯახის შვილებიც!!!!