fbpx

„გაოცებული ვუსმენდი – მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა“…

ავტორი ჟოლო
43 ნახვა

მახსოვს, ერთი ბიჭი ძალიან მომეწონა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევნიშნე. შორიდან ვაკვირდებოდი. მეგობრებს ესაუბრებოდა, ჩემსკენ არც კი მოუხედავს. 
გული დამწყდა.

ამ შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ ქუჩაში, გზაზე ქვეითმა გადამირბინა. შეშინებულმა დავამუხრუჭე…
გადავრჩით! 
ცოტა ხანში აღარც შიში მახსოვდა და აღარც სტრესი – “ის” იყო!
მომიბოდიშა. სამსახურთან დავტოვე. გზაში გავიცანი…საღამოს კაფეში ცალყბად დამპატიჟა – ასეთი “უინტერესო” დაპატიჟება არ მომეწონა და თან არც მეცალა – მეორე დღეს ბათუმში გადავდიოდი საცხოვრებლად…
დავიშალეთ.
გული დამწყდა.

ამ ისტორიიდან ათი წელი გავიდა.
შემთხვევით შემხვდა დღეს საერთო მეგობრების წრეში (გვყოლია).
არ შეცვლილა.
ვილაპარაკეთ. გაცნობის დღეც გავიხსენეთ.
ჩემდა გასაოცრად, გაიხსენა ის ღონისძიება, სადაც პირველად შევნიშნე და ნახევრად ხუმრობით მომიყვა, თურმე, როგორ შემნიშნა გამოფენაზე, მოვეწონე და გასაცნობად მოსვლა ვერ გაბედა… შემდეგ, როგორ გაუხარდა ის “ავარია”…როგორ დასწყდა გული, რომ სხვა ქალაქში გადავედი და ჩემგან განსხვავებით, მაშინ მას მოვეწონე.

გაოცებული ვუსმენდი – მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა.

ასეა: ადამიანები ხშირად ვფიქრობთ, რას ფიქრობს სხვა. მერე ჩვენი “ფიქრების” სიზუსტის გვჯერა და გვგონია, რომ ის არის რეალობა, რომ აუცილებლად სიტუაციის ან მოვლენის ჩვენეული აღქმაა “ნამდვილი”…

აქ კი ნამდვილად ხშირად ვცდებით.

P.S: ის ბიჭი ხვალ დიდი ხნით მიემგზავრება უცხოეთში – ბევრი წელია, უკვე ემიგრაციაშია.
არც არაფერი, თავისი “გამოჩენით” რაღაცეები სხვა კუთხით კიდევ ერთხელ დამანახა.
გამიხარდა.

ქეთი ხოსიტაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment