fbpx

წაშალე დამაბრკოლებელი პროგრამები შენი ქვეცნობიერიდან

ავტორი დეა თავბერიძე
416 ნახვა

თუ გსურთ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ სტრესისგან და ტრავმებისგან, გახდეთ ბევრად უფრო თავდაჯერებული და მიიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც რეალურად ამ ეტაპზე გჭირდებათ, მაშინ სწორ მისამართზე ხართ. თქვენ გაეცნობით ქოუჩს, რომელმაც საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა თვითქოუჩინგით მოახერხა, შემდეგ კი ქოუჩის პროფესიას, პროფესიონალებთან დაეუფლა და ახლა სხვების ცხოვრების შეცვლაზე ზრუნავს.

ნუცა ჯოხაძე: მთავარი იმ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, ჩემს შემთხვევაშიც ყველაფერი ამ გადაწყვეტილებით დაიწყო.

პროფესიით ექიმი გახლავართ, ფსიქოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებდა და ამ კუთხით მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ რატომღაც დერმატოლოგიას გავყევი, რაღაც პერიოდი გერმანიაში ცხოვრება და ამ პროფესიით მუშაობა მომიწია. სწორედ ამ დროს ისეთი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ უფრო ღრმად დავინტერესდი ფსიქოლოგიით. დავიწყე სხვადასხვა მასალების მოძიება, სწავლა, კითხვა, საკუთარ თავზე მუშაობა და ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ რეალურად ეს იყო ჩემი სფერო და ეს იყო ის საქმე რაც მთელი ცხოვრება მინდოდა მეკეთებინა.

როდესაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები თვითქოუჩინგის საშუალებით დავძლიე, გადავწყვიტე ჩემი პროფესიისთვის თავი დამენებებინა და მაღალი ანაზღაურების მიუხედავად გერმანიაში სამსახურიც მიმეტოვებინა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. გამიმართლა, ძალიან მალე აღმოვაჩინე ადგილი, სადაც ქოუჩინგი პროფესიონალურ დონეზე ისწავლებოდა. აქ მივიღე ის, რაც რეალურად მჭირდებოდა.

სწავლის პროცესში, მოხდა ჩემში დიდი ტრანსფორმაცია, რაც გამოიწვია, ხათუნა მუზაშვილის მიერ გერმანიიდან მოწვეულმა  საოცარმა ნლპ ტრენერმა მადიტა დისკუტმა,  მასთან  ნლპ ქოუჩინგს დავეუფლე. ასევე გავიარეთ პოზიტიური ქოუჩინგის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი რემ – დეკოდირება.

დავეუფლე ნლპ ქოუჩინგის ტექნიკებს, რომელიც ახდენს საოცრებებს.

ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირება ეს არის რესურსებზე ორიენტირებული  ქოუჩინგი, ყველა ადამიანს დაბადებიდან გააჩნია რესურსი, რომ მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ დროთა განმავლობაში სტრესისა და ტრავმების შედეგად ხდება მათი ჩახშობა… სამწუხაროდ ისევ საკუთარი თავი გვიშლის ხელს წარმატების მიღწევასა და განვითარებაში.

სწორედ ამას ეფუძნება ქოუჩინგი, მოიძიო შენთვის სასურველი რესურსები შენში და განავითარო.

Rem-Decoding Coach – ეს არის ყველაზე ზუსტი მეთოდი წარმატების ქოუჩინგში.

უფრო დეტალურად რომ ავხსნა, სტრესის დროს ტვინის ნახევარსფეროებში იქმნება ბლოკები და მისი განეიტრალება შეუძლებელია, თუ ეს ორივე ნახევარსფერო არ არის ჰარმონიაში ერთმანეთთან. რემ – დეკოდირების პროცესის მეშვეობით ტვინი თავისუფლდება ამ აღნიშნული ბლოკებისგან, იგი ამცირებს შიშებს და სტრესულ რეაქციებს და მისი მეშვეობით ხდება ტვინამდე მიმავალი ნევროლოგიური გზების გარდაქმნა.

ასევე ხელს უწყობს შინაგანი ბალანსის წარმოქმნას.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ამ ქოუჩინგის პროცესს სასურველ მიზნამდე და შედეგებამდე მივყავართ. შედეგი აქვს ყველას, ვისთანაც კი ქოუჩ-სესიით მიმუშავია. ძირითადად ვმუშაობთ სტრესებზე, ფობიებზე, თავითშეფასების ამაღლებაზე, კრიზისებზე და ასევე ყველა იმ თვისებაზე, რაც ადამიანს ხელს უშლის მიაღწიოს წარმატებას და საზოგადოებაში იყოს შემდგარი ადამიანი.

ჩემი მეგობარი ძალიან დიდი ხანი იტანჯებოდა სიკვდილის შიშით და სწორედ ქოუჩ – სესიის მეჩვეობით მოხდა ამ შიშის დაძლევა. შეიძლება ითქვას, რომ რემ-დეკოდირება სასწაულებს ახდენს ნებისმიერ სფეროში. ეს ტექნიკა არის მათთვის ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს, ვისაც საჯარო გამოსვლების ეშინია… ვისაც სურს რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს (განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის).

ხშირად მეკითხებიან რამდენი სეანსი არის საჭირო იმისთვის, რომ დავძლიოთ ის ამოცანა რომელიც გადაუჭრელად გვესახება?

მთავარია, კონკრეტულ ერთ პრობლემაზე მოხდეს მუშაობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მოსაგვარებელი საკითხი გამოკვეთილად არის ჩამოყალიბებული, მაქსიმუმ სამი სესია საკმარისია.  შეიძლება საკითხი ერთ სესიაშიც მოგვარდეს, ეს დამოკიდებულია კლიენტის მონდომებასა და პასუხისმგებლობაზე. ხშირად ხდება ასე მოდიან და უნდათ, რომ შენგან მიიღონ მზა პასუხები, შენ მოუგვარო გადასაჭრელი საკითხები, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია…

თუმცა, არის მეორე უკიდურესობაც, როდესაც საერთოდ არ იციან ქოუჩის არსებობის შესახებ და საკუთარ ტკივილებთან გამკლავება დამოუკიდებლად უხდებათ. ისევე როგორც მე რამდენიმე ხნის წინ…

მაშინ, როცა ყველაფერი მქონდა იმისთვის რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი…

არ მქონდა კარგი განწყობა,

არ მიხაროდა გაღვიძება,

არ მსიამოვნებდა ურთიერთობები,

და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ვიყავი ბედნიერი, მაშინ როცა ყველაფერი რიგზე იყო ჩემს  ცხოვრებაში.

თვითქოუჩინგის მეშვეობით გამოვერკვიე და დავიბრუნე ძველი სიხალისე. მაგრამ ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, ქოუჩთან ერთად მუშაობის შემთხვევაში კი სამ სეანსში მოგვარდებოდა საკითხი, რასაც წლები მოვანდომე. მე, ინტერნეტში მოძიებული ვიდეოებისა და წიგნების მეშვეობით მივედი პოზიტიურ აზროვნებამდე და აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა სწორი მიზნები ცხოვრებაში და ვიყავი იმ სფეროში, რომელიც არ მიყვარდა, ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც არ იყო ჩემი…

იგივე, რომ თქვენთანაც არ განმეორდეს, ვისაც კი ამ მხრივ ჩემი თანადგომა გჭირდებათ გიწვევთ ქოუჩ-სესიაზე …

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

599 082 220

Jolo-ჟოლო

ავტორი: დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment