fbpx

„თუ გინდათ შეამოწმოთ თქვენი გონიერება, ინტუიცია და წინათგრძნობა“…

ავტორი ჟოლო
2.6K ნახვა

გონიერება, ინტუიცია და წინათგრძნობა, ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ადამიანებთან კეთილ ურთიერთობაში და საკუთარი კეთილდეობისთვის.

არსებობენ მგრძნობიარე ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ ინტუიცია და წინათგრძნობა, მაგრამ ისინი ვერ იყენებენ ამ ნიჭს, რადგან არ შესწევთ უნარი მოუსმინონ, შინაგან, საკუთარ ხმას.

არიან ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი შესაძლებლობები, ბევრჯერ დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში, მაგრამ არ ყოფნით უნარი და ნებისყოფა, პრაქტიკაში გადმოიტანონ ნაფიქრი.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც აქვს საყოფაცხოვრებო ინტუიცია, დაფუძნებული ლოგიკაზე.

არიან ადამიანები, რომლებიც დემონსტრირებას უკეთებენ თავიანთ ინტუიციას, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.

ადამიანები, რომელებიც დარწმუნებული არიან საკუთარ წინათგრძნობაში, რჩება მხოლოდ ინფორმაციად. ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი წინათგრძნობის რეალიზებას.

გონიერებას, ინტუიციას და წინათგრძნობას ახშობს აგრესია, ეჭვი და პატივმოყვარეობა.

თუ გინდათ შეამოწმოთ თქვენი გონიერება, ინტუიცია და წინათგრძნობა, გადახედეთ წარსულს, გააანალიზეთ ყველა თქვენი ქმედება და გაეცით კითხვაზე პასუხი: დალაგებული ცხოვრება გაქვთ?

ინტუიცია და წინათრძნობა თითქმის ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ თუ ამას ყველაფერს, გონიერება არ ახლავს, ფუჭია ყველაფერი.

ადამიანმა თავის ცხოვრებით უნდა დაგვანახოს, რომ გონიერება, ინტუიცია და წინათგრძნობა უმაღლესი ფორმაა აზროვნების.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment