რომელს ირჩევ – ნაცნობ და უსაფრთხო ნაპირზე დარჩენას, თუ განუსაზღვრელობაში შეხტომას და შტორმებსა და ქარტეხილებში შესაძლებლობების რეალიზებას?
ნაცნობია შენთვის მდგომარეობა, როდესაც გონება თავისით, მუდმივად ნეგატივზე კონცენტრირდება? ცუდი ამინდი, საინფორმაციო გამოშვებები, კონფლიქტები, გამოძიება, სკანდალები…
ის თუ იცოდი, რომ ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ ის, პირველ რიგში, საფრთხეებს ეძებს და არა შესაძლებლობებს💀
სწორედ ამიტომ აგროვებენ საინფორმაციო გამოშვებები ამდენ მაყურებელს, ვიდრე გადაცემები, სადაც ჯანმრთელობაზე ან განვითარებაზეა საუბარი.
ჩვენ ვცხოვრობთ მონაცემების სფეროში, რომელიც სავსეა ინფორმაციის ერთეულებით… ამ ინფორმაციის ერთეულების აბსოლუტური უმრავლესობა მავნებელია და მომწამვლელ „მეტა იდეებს“ ავრცელებს. მისი საკბილო გაუცნობიერებელი ადამიანია…🌀
გაუცნობიერებელი ადამიანი – პროდუქტია! დიახ, მავნე ინფორმაციის შემქმნელი გაუცნობიერებელ ადამიანზე ნადირობს, უფრო სწორედ მის ენერგიაზე ნადირობს⚡️
რა თქმა უნდა, ამ „დატა სფერო“-ში სასარგებლო ინფორმაციაც არის, მაგრამ ნეგატიური მონაცემების სიმრავლისა და ადამიანების გაუცნობიერებლობის გამო, სასარგებლო ინფორმაცია იკარგება 👀
როგორ გავარჩიოთ მავნე და სასარგებლო ინფორმაცია ერთმანეთისგან?
მარტივად! სასარგებლო ინფორმაცია განვითარებს აქ და ამჟამად მომენტში და გაძლევს ფასეულობას!
☢️ თუ ინფორმაცია არ განვითარებს აქ და ამჟამად მომენტში და არავითარ ფასეულობას არ გაძლევს, ე.ი. ის მავნე და საზიანოა შენთვის.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფორმაციაში არაა ტოქსიკური „მეტა იდეა“, ის მაინც მავნეა, რადგან დროს გაკარგვინებს და გაცდენს მიზანს ☣️
🚫 მოკლედ, დღეს სიახლეების ველი სავსეა პოლიტიკური და სხვა ნაგვით, შესაბამისად, სასარგებლო კონტენტი იკარგება ამ საინფორმაციო ხლამში.
📛 გონება მუდმივად ეძებს საფრთხეს, რათა მოქმედებაში მოიყვანოს დაცვის მექანიზმი.
სიზარმაცე, შიში, გაშეშება, პროკრასტინაცია, დეპრესია, ენერგიისა და მოტივაციის ვარდნა – ეს ყველაფერი ქვეცნობიერი ბლოკებია, თავდაცვის მექანიზმები, რომლებიც მაშინ ირთვებიან, როდესაც გონებაში ტოქსიკური ინფორმაცია ხვდება☢️
🔥 გონება გვიცავს საფრთხეებისგან, მაგრამ რისკის გარეშე ჩვენ ვერ მოვახდენთ გარღვევას!
🔥 გონება გვიცავს სტრესისგან, მაგრამ სტრესის გარეშე ვერ ვიზრდებით!
🔥 გონება გვიცავს გადატვირთვისგან, მაგრამ ახლის შესწავლის გარეშე ჩვენ ყველაფერს ძველებურად გავაკეთებთ!
🚀 სწორედ ამიტომ, მინდა შემოგთავაზო ორი ტექნიკა, რომლებიც ხსნიან ქვეცნობიერ ბლოკებს და გონება შესაძლებლობების რეალიზების მდგომარეობაში გადაჰყავთ🚀
მთავარი, რისგანაც გვიცავს გონება – ეს არის სიახლე და ცვლილება! 🚫
განპირობებულ გონებას არ უყვარს სიახლე და ცვლილება, რადგან მისთვის, თავის მიკრო, ჩვეულ და კომფორტულ სამყაროში ცხოვრება და ორიენტირება გაცილებით ადვილია… შესაბამისად, ის ახშობს გარღვევის ნებისმიერ შესაძლებლობას.
🚀 ქვეცნობიერი ბლოკების ტრანსფორმირების ტექნიკა:
1. ფარული სარგებელი🎁
სიზარმაცეს, დეპრესიას, აპათიას, უენერგიობას ან გაფანტულობას აქვს ფარული სარგებელი. ეს სარგებელი ასე გამოიყურება: შენი დაცვა აგრესიული გარემოსგან!
მაგალითად: გოგონა სტრესის დროს იწყებს ჭამას… წონაში მომატებისას მისი ტვინი ხარობს, როდესაც ხედავს გოგოს გარეგნობის გამო „გაქცეულ“ მამაკაცებს… ეს მას ამშვიდებს და უსაფრთხოების განცდას უჩენს.
იგივეა ფულზეც… ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეცნობიერში აქვს სცენარები იმის შესახებ, თუ რატომაა წარმატებული და მდიდარი ცხოვრება საშიში… შესაბამისად, ის ყოველმხრივ განიზიდავს შესაძლებლობებს და ეფექტური მოქმედებების საბოტირებას ახდენს.
იმისათვის, რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეცნობიერ ბლოკებზე, საჭიროა გავიგოთ მისი [ქვეცნობიერის] “პოზიტიური” განზრახვის შესახებ 🧐
✍️ ამისათვის, აიღე კალამი და ფურცელზე დაწერე: რატომაა ჩემთვის სასარგებლო, ვიყო…?
✍️ წერე მანამ, სანამ ხელი თავისით არ გაჩერდება… ეს უმნიშვნელოვანესი პუნქტია… საჭიროა გარკვეული დრო, რომ ჩააღწიო ჭეშმარიტებამდე.
ამ სავარჯიშოს ეფექტურად შესრულებას ერთადერთი კრიტერიუმი აქვს და ეს არის ცვლილება სხეულის დონეზე… შენ უნდა იგრძნო ახალი მდგომარეობა სხეულში… ⚡️⚡️⚡️
როგორი მდგომარეობაა ეს?
ამას თავად მიხვდები!⚡️⚡️⚡️
2. ფოკუსის წერტილი 🎯
ფოკუსსზე, რატომღაც რიჩარდ ბრენსონის ისტორია გამახსენდა.
🚀 თანამშრომლები მას მისტერ „რატომაც არა“-ს ეძახიან.
მისმა ტვინმა გაბედა 150-ზე მეტი წარმატებული კომპანიის შექმნა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ტიპი არანორმალურია… ის აბსოლუტურად განსხვავებულად ამუშავებს ინფორმაციას.
☢️ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ელევა და მუდმივად თავში ატრიალებს ტოქსიკურ კითხვებს:
📍რატომ არ გამომდის?
📍რატომ არ მაქვს ფული?
📍რატომ არ ესმის ჩემი?
📍რატომაა ყველაფერი ასე რთული?
ტვინს შეუძლია გვიპასუხოს ყველა კითხვაზე, მაგრამ ტოქსიკური კითხვა ქმნის ტოქსიკურ პასუხს☢️
✍️ კვლავ მოიმარჯვე კალამი და ფურცელი და გავაკეთოთ ერთი ძალიან მაგარი სავარჯიშო:
✍️ დაწერე 10 პასუხი ქვემოთ მოცემულ თითოეულ კითხვაზე:
📍რატომ გამომდის?
📍რა მანიჭებს სიხარულს ახლა?
📍რისთვის ვარ მადლიერი ახლა?
📍რა შემიძლია გავაკეთო ახლავე, რომ ჩემი ცხოვრება გახდეს უკეთესი?
ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემით, შეძლებ გადააწყო შენი აზროვნება თავდაცვის პოზიციიდან, შესაძლებლობების რეალიზების პოზიციაზე… რადგან, მხოლოდ შესაძლებლობების მდგომარეობაშია შესაძლებელი საკუთარი ცხოვრების მართვა🚀
〰️
ესეც ასე… შენ მიიღე 2 მარტივი ტექნიკა, რომლებიც დაგეხმარება დაიწყო შინაგანი ბლოკებისგან გათავისუფლება… სწორედ ეს ბლოკები გზღუდავს და გაფერხებს შენ.
გიორგი თვალაძე