ეს ბრაიან დაისონის მიმართვა გახლავთ, რომლითაც ის ჯორჯიის შტატის ტექნიკური ინსტიტუტის წინაშე 1991 წელს წარსდგა და ამ გამოსვლით აღიარება მოიპოვა. კოკა-კოლას ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 30 წამიანი სიტყვა ადამიანის ძირითად ღირებულებებზეა.
ბრაიან დაისონი: “წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება თამაშია, რომელიც მდგომარეობს ხუთი ბურთის ჟონგლირებაში.
ეს ბურთებია – სამუშაო, ოჯახი, ჯანმრთელობა, მეგობრები და სული. თქვენი ამოცანაა ეს ხუთივე ბურთი მუდამ ჰაერში იქონიოთ. მალე მიხვდებით, რომ სამუშაოს ბურთი რეზინისაა და თუ უცაბედად დაგივარდებათ, ის ისევ ამოხტება და დაგიბრუნდებათ.
დანარჩენი ოთხი, კი – ოჯახი, ჯანმრთელობა, მეგობრები და სული – შუშისაა. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი გაგისხლტათ ხელიდან, ის გამოუსწორებლად დაზიანდება, დაიჩხვლიტება, გაიბზარება, სერიოზულად დაზიანდება ან სრულად დაიმსხვრევა. ის აღარასდროს იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს და ეცადოთ, არასდროს მოხდეს ასე.
მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავეთ სამუშაო დროის განმავლობაში და დროულად წადით სახლში. მიუძღვენით საჭირო დრო ოჯახს, მეგობრებს და სრულფასოვან დასვენებას.
ღირებულება ღირებულია მაშინ, როცა მას აფასებენ”.