fbpx

გარღვევის ალგორითმი – 7 ეფექტური ნაბიჯი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიწყო დიდი შედეგების დადება

ავტორი ჟოლო
1.6K ნახვა

ნაცნობია შენთვის მდგომარეობა, როდესაც ბოლო მომენტში ყველაფერი ირევა და იხლართება?

შენს მოქმედებებს აღარ მოაქვს შედეგი… პროექტებს არ მოაქვს მოგება და გეჩვენება, რომ ვეღარაფერი შემოაბრუნებს ამ სიტუაციას საჭირო მიმართულებით…

ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უყვარს და ყოველმხრივ გაურბის ამ მდგომარეობას, არადა ასეთ მომენტებში, როდესაც გეჩვენება, რომ არაფერი გამოსწორდება, ჩვენ ვაწყდებით ნამდვილ საოცრებას – ფსიქოლოგიური გარღვევის შესაძლებლობას🚀

გარღვევა – ეს არის რწმუნებულებებისა და მოქმედებების რადიკალურად შეცვლა!

რწმუნებულებებისა და მოქმედებების შეცვლას ისეთ შედეგებამდე მივყავართ, რომლის მიღებაც შეუძლებელია იმის კეთებით, რასაც ახლა ვაკეთებთ🥶

თითოეულ ჩვენგანს ერთი რამ აერთიანებს – ჩვენ ერთი და იგივე წესების მეშვეობით ვახდენთ გარღვევებს🌀

🔥 გარღვევის ფორმულა 3 საკვანძო ფაქტორისგან შედგება:

1. მდგომარეობა: გარღვევა იწყება დისკომფორტით;

2. რწმუნებულება: ქვეცნობიერში ინსტალირდება ფიქრი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება;

3. მოქმედება: იწყებ მოქმედების ჩვეული შაბლონების შეცვლას და განსხვავებული შედეგების დადებას.

🚫 ეს გარღვევები შეიძლება კავშირში იყოს კრედიტებთან, ფულის უკმარისობასთან, გაკოტრებულ ბიზნესთან, დანგრეულ ურთიერთობასთან…

მინდა, გაგიზიარო 7 ეფექტური ნაბიჯი, რომელიც ყოველთვის მუშაობს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ადგე და დაიწყო დიდი შედეგების დადება.

🔥 გარღვევის ალგორითმი:

1. გაბრაზდი 💣

იმისათვის, რომ მოქმედებაში მოიყვანო ცვლილებების ციკლი, საჭიროა, რადიკალურად ამოაგდო საკუთარი თავი ჩვეული ემოციური ველიდან. მთელი გულით გაბრაზდი იმ სიტუაციაზე, რომელშიც იმყოფები და რომელიც გსურს შეცვალო. ამით შენ მიიღებ მეტ ენერგიას მოქმედებისთვის.

2. ამის ნაცვლად რა? 💣

ჩვენი გონება მუდმივად ეძებს მიზანს. თუ არ ვაძლევთ მას იმის გაგების საშუალებას, რა შედეგის მიღებაც გვსურს, მაშინ გონება იწყებს მოქმედებას შაბლონის მიხედვით და იმეორებს იმ მოქმედებებს, რომლებიც არ მუშაობს.

3. თვითსაბოტაჟის მოშორება 💣

თუ გაქვს მიზანი, ჩნდება ენერგიაც, რომელიც ამ მიზნისკენაა მიმართული. ეს არის განზრახვის ენერგია!

თუ საგრძნობლად სწრაფად ვერ აღწევ შედეგების ახალ დონეს, ე.ი. გაქვს კონტრ-განზრახვა.

გააანალიზე ის ალგორითმი, რომლითაც ეწინააღმდეგები საკუთარ წარმატებას. დიახ, შენს თვითსაბოტაჟს ალგორითმი აქვს… აქამდე შენ არ აკვირდებოდი ამას… ახლა კი, აუცილებლად უნდა დააკვირდე და აღმოაჩენ თანმიმდევრული ნაბიჯების წყობას, რომელსაც იყენებ, როცა რაიმე დესტრუქციულს აკეთებ ☢️

მაგალითად, გადაწყვიტე, რომ საღამოს 6-ის მერე აღარ ჭამო… ორი დღე გაქაჩე… და დაიწყო… თავიდან თავში ჩნდება ფიქრი: „აუუ, რას შევჭამდი…“, ამ ფიქრს მოყვება მდგომარეობა, ანუ იქმნება ჭამის განწყობა და ამის გაკეთების ენერგია… შემდეგ, საქმეში ერთვება სიტყვები… დიახ, შენ გჭირდება რაღაც სიტყვები, რომ საკუთარ თავს მიყიდო იდეა იმისა, თუ რატომ უნდა შეჭამო: „ახლა შევჭამ და ხვალიდან ისევ გავაგრძელებ დიეტას… თანაც, დღეს წავიკითხე, რომ შიმშილი არც ისე კარგი ყოფილა ჯანმრთელობისთვის…“. მორჩა, იდეა წამების მეათასედში გაიყიდა… და ეს ყველაფერი გვირგვინდება მოქმედებით… თანაც ნებისმიერი მოქმედებით. უმოქმედობაც მოქმედებაა!

მოკლედ, შენი ამოცანაა გაშიფრო შენი თვითსაბოტაჟის ალგორითმი და დაგეგმო, როგორ მოიქცევი შემოტევისას. თუ ცნობიერი და მოტივირებული იქნები მარტივად გაშიფრავ ამ ალგორითმს. ახლავე შეგიძლია. გაიხსენე შენი დესტრუქციული ჩვევა და ნაბიჯები, როგორც იქცევი… და იხილავ შენს კვაზიმოდოს.

4. მუშაობა სხეულზე 💣

სხეული – ეს არის ფიქრების მოდიფიკატორი. თუ ჩვენ ვიმყოფებით პასიურ მდგომარეობაში, ე.ი. ვიღებთ პასიურ გადაწყვეტილებებს. პირადად ჩემთვის ყველა გარღვევა კარგი ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშით იწყება.

აუცილებლად დაგეგმე ფიზიკური აქტივობა გარღვევის წინ.

5. ფარული სარგებელი 💣

დაწერე 100 პასუხი კითხვაზე: რატომაა ჩემთვის მომგებიანი იმ პრობლემებზე მიჯაჭვულობა, რომლებიც მაქვს? ფარული სარგებელი – ეს არის ქვეცნობიერი მიზეზები, რომ არაფერი შეცვალო და დარჩე იქ, სადაც ხარ.

6. ინერციის ძალა 💣

ნებისმიერი ჩვენი მოქმედება გვაძლევს გაქანებას და ეს გაქანება ხდება ან გარღვევის ან უფსკრულის მიმართულებით. თუ შენი მოქმედებების უმრავლესობას არ მიჰყავხარ გარღვევასთან, ნელ-ნელა იწყებ უფსკრულში ვარდნას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა – გადავტეხოთ ჩვენი ქცევის ნეგატიური ინერცია.

ასე რომ მოიკრიბე მთელი შენი ძალები, გამოექანე და დაიწყე მოქმედება… ამ შემთხვევაში ინერციის ძალა იტყვის თავის სიტყვას.

7. რწმუნებულებების სიღრმისეული ანალიზი 💣

რწმუნებულება – ეს არის ჩვენი რეალობის წესები.
ჩვენ ვერ ვხედავთ რეალობას ისე, როგორიც ის არის, ჩვენ ვხედავთ საკუთარი ფიქრების ანარეკლს.

რაზეც ვახდენთ ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას, სწორედ ის ხდება ჩვენი რეალობა!

გიორგი თვალაძე

#inteleqtika #GT

მსგავსი სტატიები

Leave a Comment