fbpx

გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი

ავტორი ჟოლო
191 ნახვა

გაგეხარდა რომ გათენდა.
სახლში გაქვთ თუ არა სიმყუდროვე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩათვალოთ, რომ თქვენს ირგვლივ რაღაც ხდება. გაფუჭდა, გატყდა, ჩამოვარდა, იკამათეთ, რა თქმა უნდა გექნებათ უარყოფითი ემოცია, მაგრამ მალე გაქრება, ფიქრი თავისით ალაგებს, არაუშავს, გაივლის, სულ ასე ხო მარ იქნება.

გაწყენინათ ვინმემ, თუნდაც დაუმსახურებლად, ცოტას იდარდებთ და მერე მშვიდი განწყობა მოდის თავისით, რა მოხდა, გაივლის. არ უნდა გქონდეს გამყოლი გული, ანუ ბოღმა, ეს თქვენ დადებით ველს აზიანებს.

თუ თქვენი ჩანაფიქრი არ შესრულდა, არ უნდა დაიწყოთ წუწუნი, დარდი უიღბლობაზე, იფიქრეთ მხოლოდ გამოსავალზე.

ადამიანის დადებით ველს აბინძურებს აგრესია, ჯიბრი, აყალმაყალი, ყვირილი, ჩხუბი, გადაბრალება, ცილისწამება, შური, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი, გინება და ბილწსიტყვაობა.

დაბინძურებული ველი დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბედზე, წარმატებაზე, სიყვარულზე, … და საერთოდ, მომავალზე

თუ თქვენ გებრძვიან და თქვენი შურთ, ზოგჯერ იმიტომ კი არა, რომ თქვენ ცუდი ხართ, არამედ, ეს ბრძოლა, მიუღებლობა და არასასიამოვნო დამოკიდებულება, თქვენი უარყოფითი ველის გამო ხდება.

დადებით ველს ადამიანი გამოიმუშავებს თავად, თავისი ფიქრებით, ქცევით, გულწრფელობით, დამსახურებით, სიმშვიდით, სიკეთით და ადამიანების კეთილგანწყობით.

სხვამ გაიმარჯვა, გიხაროდეს, გაიმარჯვებ შენც.
სხვა გაბედნიერდა, გიხაროდეს, გაგეხარდება შენც.
სხვას აჩუქეს, გაგეხარდეს, გაგეხარდება შენც.
სხვისი წარმატება გაგეხარდეს, შენც გექნება წარმატება.

სუფთა ჰაერი, სუფთა სული, სუფთა გული, სუფთა ველი, სუფთა აურა, სუფთა სიყვარული, მიიღეთ განგებისგან.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment