უორენ ედვარდ ბაფეტი ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედია. იგი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინვესტორია. მისი რჩევები ყველა დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესმენს გამოადგება, ამიტომ გთავაზობთ 4 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
უორენ ბაფეტი: რჩევები წარმატებისთვის
1.აკეთე საქმე რომელიც გიყვარს
საქმე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს და უბრალოდ ორიენტირებული ხარ იმაზე, რომ ფული ”იშოვო”, დროის ხარჯვაა. უნდა აირჩიო ისეთი საქმე, რომელიც გიყვარს და გაინტერესებს.
ეს წარმატების განმსაზღვრელი კომპონენტია და ყველა სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
არის რამდენიმე კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა უპასუხო:
რას გააკეთებდით თუ ფულს არ ექნებოდა ღირებულება თქვენს ცხოვრებაში? რას გააკეთებდით თუ გეცოდინებოდათ, რომ არასოდეს განიცდიდით მარცხს? თუ თქვენ ამ კითხვებს კეთილსინდისიერ პასუხს გასცემთ, გაიგებთ რა არის თქვენი ჭეშმარიტი გატაცება.
2.ინვესტიცია
შეიძინეთ ისეთი კომპანიის აქციები, რომელთა პროდუქცია პირადად თქვენ მოგწონთ და არასოდეს ჩადოთ ფული ისეთ საქმეში რომელიშიც ვერ ერკვევით, რადგან ეს ზედმეტი თავის ტკივილია.
ერთხელ, უორენ ბაფეტმა თავისი ქონება გაზარდა თავისი რჩეული სამართებლის “ჯილეტის” მწარმოებელი კომპანიის 9%-იანი აქციების შეძენით.
ფული უნდა დააბანდოთ ისეთ ბიზნესში, რომელიც გინდათ რომ 10 წლის შემდეგაც გქონდეთ.
3.შიში
ნუ მიაქცევთ ყურადღებას პოლიტიკურ პროგნოზებს, რომლებიც ბევრი ბიზნესმენისა და ინვესტორის გონებას რევს. წლების წინ, ვერავინ იფიქრებდა საბჭოთა კავშირის დაშლასა და დიდ ეკონომიკურ კრიზს ამერიკაში. თუმცა ვერცერთმა მოვლენამ ვერ დაუსვა წერტილი ჯანსაღი ბიზნესის შეძენას თუ მართვას. შიში მხოლოდ ხალხის მტერია. ვინც სუფთად მუშაობს და იცის რა აკეთოს, მას არ ეშინია პოლიტიკური მდგომარეობის.
4.იმიჯი
კარგი იმიჯის შექმნას წლები ჭირდება, მის დანგრევას კი რამდენიმე წუთი. ამიტომ ეცადეთ კარგი იმიჯი გქონდეთ, რადგან მას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია, როგორც თქვენს ბიზნესში, ასევე ცხოვრებაშიც.
წყარო: smartseo.ge
