fbpx

„მართე შენი ცხოვრება“ – წარმატების 7 წესი

ავტორი ჟოლო
6K ნახვა

1. განსაზღვრე შენი უდიდესი პრობლემა ან შენს ცხოვრებაში ნეგატივის შემომტანი წყარო. რითი ხარ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი?

2. შენი თავი კომპანიის პრეზიდენტად წარმოიდგინე, რას გააკეთებდი განსხვავებულს, თუ იმ კომპოანიის აქციების 100% , რომლისთვისაც ახლა მუშაობ შენს მფლობელობაში იქნებოდა.

3. დღესვე გადაწყვიტე, რომ შეწყვიტო სხვა ადამიანების დადანაშაულება და ნაცვლად ამისა, შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

4. გეყო თავის მართლება და განვითარება დაიწყე! წარმოიდგინე რომ შენს საყვარელ მიზეზს, რომლითაც თავს იმართლებ ხოლმე, საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და შესაბამისად იმოქმედე.

5.  საკუთარი თავი შენსავე ცხოვრებაში წამყვან შემოქმედებით ძალად აღიქვი. სწორედ შენი არჩევანისა და გადაწყვეტილებების გამო ხარ ახლა იქ, სადაც ხარ და ის ხარ ვინც ახლა ხარ, რა უნდა შეცვალო?

6. დღესვე გადაწყვიტე, რომ აპატიო იმათ, ვინც ოდესმე რაღაც გაწყენინა. მოეშვი. დაივიწყე და უარი თქვი ამ თემის ხელახლა განხილვაზე. ნაცვლად ამისა,რაიმე მნიშვნელოვანზე დაიწყე მუშაობა, რაშიც ისე ჩაეფლობი, რომ იმ საკითხზე ფიქრის დროც არ გექნება.

7. განსაზღვრე ის ერთი რაღაც, რაც ახლავე უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი ცხოვრების ყველა ასპექტის სრულად გაკონტროლება დაიწყო.

ბრაიან თრეისი

„მიზნები“

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment