ნუ იცხოვრებ ყველას მიერ განვლილი ცხოვრებით – ტრადიციული, სტანდარტული… დაწერე შენი წარმატების ისტორია, როგორ გაუმკლავდი და მოკვეთე თავი წარუმატებლობის გველეშაპს, იმ ბრძოლაში მარტო იყავი და შენ შეძელი მისი დამარცხება.
ნუ გეშინია შენ ქმნი, შენ ხარ შენი ცხოვრების რეჟისორი, სცენარის ავტორიც და მსახიობიც, შექმენი უნიკალუირი ცხოვრება, ისეთ რომ გარეშემომყოფებს არ მოუნდეთ პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა და არც სხვისი ცხოვრების გადართვის სურვილი… შექმენი შენი უნიკალური წარმატებული, მწვერვალების დასაპყრობი ზეცაში ასაფრენი ისტორია…
მე კი მჯერა შენ ამას შეძლებ, შენ უბრალოდ ამას იმსახურებ…
ცხოვრება ის არის რასაც ის ემოცია ახლავს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება. როდესაც დაჯდები და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას ნუ იტყვი, – არაფერი მახსოვს, სიბერის ბრალია, სკლეროზი მაქვს, იმიტომ რომ სკლეროზიანებსაც კი მხოლოდ ის ახსოვთ რაც ღრმად ემოციის დროს ჩაიწერა მათ გონებაში.
სკლეროზის წამალიც კი ეს ყოფილა – იცხოვრე პოზიტიურად, დადებითად, ფერადად და შთამბეჭდავად, რომ შენი გონება მუდამ სავსე იყოს ფერადი წუთების მოგონებებით… თითქოს სავსე ხურჯინი, რომ ამოალაგებ და აღარ სრულდება ნუგბარი, აკეთე ის რამაც ბედნიერებისა და სიხარულის ემოცია უნდა გამოიწვიოს და თქვენ აღარასოდეს შეგეშინდებათ სკლეროზის, რუტინული ცხოვრების.
მოგონებებში აღარ გამოჩნდება მკაცრი მასწავლებელი, რომელიც გეტყოდათ კოსმონავტებმა კოსმოსი დაიპყრეს და შენ დედამიწის დაპყრობა ვერ მოგიხერხებიაო, რომ არ დაგზარებოდა ახლა სხვანაირი ცხოვრება გექნებოდაო, ნუ დაუტოვებთ თქვენს თავს ასეთი ცხოვრების შანსს…
გიყვარდეთ თქვენი თავი ისე, რომ სავარძელში ჩამჯდარს მხოლოდ ბედნიერების ღიმილი გიპყრობდეთ, თითქოს ბედნიერ და საინტერესო ფილმს უყურებდეთ, რომლიც ყურებაც რამდენჯერაც არ უნდა გადაახვიოთ არასოდეს მოგბეზრდებათ. ფილმის ბოლოში სუბტიტრებით მადლობა გადაუხადეთ ამ ფილმში მონაწილეობისთვის მთავარი როლის გმირს,- საკუთარ თავს, ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ასეთი ფილმის შექმნაში, მხოლოდ განსაკუთრებული მადლობა საკუთარ თავს, რომელმაც შექმნა ეს ფილმი , რომელსაც თამამად შეუძლია ყველა კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვოს. იყავით თქვენი ფილმის შემოქმედი, საკუთარი თავის ერთგული, რომელსაც, შეუძლია მსოფლიოს მაგალითი მისცეს უკეთესი ცხოვრებისთვის.
სიყვარულით დონარი სამადაშვილი