fbpx

„ეს ყველა წარმატებული ადამიანის არჩევანია!”

ავტორი ჟოლო
332 ნახვა

სანამ გეშინიათ შეცდომების დაშვების, ისინი( შეცდომები) თქვენი მტკივნეული თანამგზავრები იქნებიან….  ნუ ეცდებით იყოთშეუცდომელი“…. უბრალოდ მიიღეთ და გაითავისეთ“ – წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.

ხათუნა მუზაშვილი: „გზაზე ხან ეკალი შეგხვდებათ, ხან უსწორ-მასწორობა , ხან დაღმართი… ასეთია გზა… მაგრამ, თუ თქვენ ფეხის გადაბრუნების, თუ დაცემის შიშით წინ სიარულს შეწყვეტთ და “უსაფრთხო” გარემოში ჯდომას ამჯობინებთ – ეს ჭაობია……

სულ უფრო ხშირად მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრება ლამაზი მეჯლისია, რომელმაც გვერდი აგიარათ და თქვენ მასზე ვერ მოხვდით….
…ან პირიქით – მოგიწევთ საკუთარი თავი დაარწმუნოთ იმაში, რომ „ეს ცხოვრება არაფერი არ ყოფილა”….

წადით წინ, მხოლოდ წინ, მხოლოდ ზევით…..იქ სადაც თქვენი ახდენილი ოცნებები გელიან…..და წადით მიუხედავად იმის, რომ გზა უსწორმასწოროა და ეკლიანი!
ეს არის არჩევანი ადამიანისა, რომელიც შექმნილია უფლის სახედ და ხატად…
ეს ყველა წარმატებული ადამიანის არჩევანია!
ეს ჩემი არჩევანია!
იმედია ჩვენ ერთი სისხლის ვართ – მე და შენ“!

მსგავსი სტატიები