რამდენიმე დღეში საქართველოს უკრაინელი მილიონერი ნიკოლაი ლატანსკი ისევ ეწვევა. ორიგინალური ტრეინინგებით განთქმულ ლატანსკის, თბილისში ამჯერად გაყიდვების ტრეინინგი ჩამოაქვს.
მსმენელს თბილისელი ორგანიზატორები 27 -28 სექტემბერს ელიან. მათივე თქმით ძლიერი მოტივატორი და პოზიტიური გარემოცვის შექმნის დიდოსტატი ამ ორ დღეში ნამდვილ სასწაულს მოახდენს და უკეთესი ცხოვრების მსურველთა ყოფას რადიკალურად შეცვლის.
„წარმატებულთა კლუბ “ინტერგენიას” მოწვევით ნიკოლაი ლატანსკიმ უკვე ორჯერ ჩაატარა თბილისში ტრენინგი “გაჭრა წარმატებისკენ”.
თამარ საგინაშვილი, „ინტერგენიას“ დამფუძნებელი: „გაჭრა წარმატებისკენ“, – ეს ერთადერთი ტრენინგია, რომელსაც იგი კიევის გარეთ ატარებს. ამჯერად კი იმ მსმენელთა თხოვნით, რომელთაც ძალიან უნდოდათ გაყიდვების გენიოსთან გაყიდვების ტრენინგის გავლა, ჩვენ დავითანხმეთ ბატონი ლატანსკი, რომ თბილისში ჩამოეტანა ეს უნიკალური ტრენინგი “Как продавать не продавая!”
არავინ იცის, კიდევ როდის ჩატარდება ეს ტრენინგი თბილისში ან საერთოდ ჩატარდება კიდევ თუ არა. ამ დონის ტრენინგების სხვა ქალაქში და სხვა ქვეყანაში გატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, გულწრფელად გირჩევთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.
მომავალში ათას მადლობას ეტყვით საკუთარ თავს, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და 27-28 სექტემბერს ლატანსკის ამ ტრენინგს დაესწარით.
-ქალბატონო თამარ კონკრეტულად რას გვასწავლის ეს ტრეინინგი?
– ექსკლუზიურ ცოდნას მიიღებთ გაყიდვების გენიოსისგან. ისწავლით თუ როგორ გაყიდოთ მარტივად და თან მიიღოთ დიდი სიამოვნება ამ პროცესით.
თქვენ გაქვთ იდეები და იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდოს… მაგრამ…
ან გაქვთ მზა პროდუქტი – რეალური პროდუქტის, თქვენი ნიჭის, თქვენი შესაძლებლობების სახით, რომელსაც სერიოზული წარმატების მოტანა შეუძლია.. მაგრამ …
გაქვთ ბიზნესი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს… მაგრამ…
რამდენად ხშირად გითქვამთ, გაგიფიქრებიათ ან სხვისგან გაგიგონიათ ფრაზები:რასაც გინდა გავაკეთებ, ოღონდ ნუ გამაყიდინებ…
არ შემიძლია გაყიდვა და რა ვქნა…
ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ სად და როგორ გავყიდო…
ყველასათვის ცხადია, რომ კარგი პროდუქტი არ უდრის კარგ გაყიდვებს და არ უდრის კარგ შემოსავალს. მაგრამ …
პროდუქტი + კარგი გამყიდველი =კარგ შემოსავალს =წინსვლას= წარმატებას = კეთილდღეობას ანუ რა არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი თქვენს საქმიანობაში?
ადვილად და კარგად გაყიდვის ხელოვნება!!!
და ვინ არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა თქვენს ბიზნესში, თქვენს კომპანიაში?
ის, ვინც კარგად ყიდის!
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვყიდით ჩვენს შესაძლებლობებს. მაშინაც კი, თუ თქვენ ხართ ხელოვანი, მეცნიერი, სამუშაოს მაძიებელი – თქვენ გჭირდებათ ეს ცოდნა!
და მით უმეტეს, თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, ყველაფერზე შეიძლება გააკეთოთ ეკონომია, მაგრამ არა თქვენი და თქვენი თანამშრომლების განათლებაზე, პრაქტიკულ განათლებაზე!
რომ შეგვეძლოს, ამ ტრენინგს წამალივით დავუნიშნავდით ყველას, ვისაც უკეთესი ცხოვრება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სურს.
თუ თქვენ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებთ, კითხეთ საკუთარ თავს, რამდენად ხშირად ხდება თქვენს ცხოვრებაში, როცა სამყარო გაძლევთ გენიალურ შანსს და თქვენ მას არ იყენებთ!!!
და გაწყვიტეთ ერთხელ და სამუდამუდოდ ეს უიღბლობების ჯაჭვი!
დარეგისტრირდით http://www.latansky.com/ kpnp-tbilisi
ავტორი: დეა თავბერიძე