fbpx

გეზარებათ დალაგება? წაიკითხეთ:))) გიყვართ დალაგება? მაინც წაიკითხეთ:)))

ავტორი ჟოლო
341 ნახვა

“ცხოვრება – დალაგების ამაღელვებელი ჯადოსნობა” – ასე ქვია ფილმს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება

დალაგების მნიშვნელობაზე არაერთხელ დამიწერია და მისაუბრია ჩემს მსმენელებთან და მკითხველებთან. არაერთხელ მოგვიწყვია “გენერალური დალაგება”.

მაგრამ ამ ფილმივით ფილოსოფიურად, ბრძნულად და ლამაზად, ცოტა რომანტიულადაც კი არასოდეს მომისმენია იმ უნიკალური ფენომენის შესახებ, რომელსაც დალაგება ქვია და რომელსაც დიასახლისების დიდი ნაწილი ან დიდი ტანჯვით აკეთებს, ან საერთოდაც ცდილობს გაექცეს.

დამერწმუნეთ, ფილმის ნახვის შემდეგ თბილისის ბევრ სახლში დიიიიიიიიდი დალაგება დაიწყება.

ფილმი გადაღებულია იაპონური წარმოშობის ამერიკელის მერი კონდოს წიგნის მიხედვით. მერი კონდო ბავშვობიდან დაინტერესებული იყო იმით, თუ როგორ მოეწესრიგებინა სახლი და შეენარჩუნებინა წესრიგი. შედეგად მას ჩამოუყალიბდა უჩვეულო ფილოსოფია და შეხედულება ნივთებზე.

თუ გინდათ თქვენ ცხოვრებაში რაიმე ახალი შემოვიდეს, აუცილებლად უნდა გაათავისუფლოთ ადგილი მისთვის.

თუ ნივთი ორი წელია ერთხელაც კი არ დაგჭირვებიათ, მისი კიდევ შენახვა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის სენით ხართ შეპყრობილი და “შავი დღისთვის” ინახავთ ნივთებს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრებაში რასაც ველით იმას ვღებულობთ, მაშინ სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან შავი დღეც დადგება.

რამდენ კილოგრამ ძველ და გამოუსადეგარ ნივთსაც გაიტანთ სახლიდან, ჩათვალეთ, რომ იმდენი ერთეული ენერგია მოგემატებათ.

კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას დალაგების შესახებ, მაგრამ ვიცი, ერთი სული გაქვთ ფილმს როდის ნახავთ.

მოეწყვეთ მყუდროდ, მოიმარაგეთ სასუსნავი, გააფრთხილეთ ყველა, რომ ხელი არ შეგიშალონ და მოემზადეთ ჯადოსნური მოგზაურობისთვის, რომლიდანაც ენერგიით სავსე და მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდებით – დაალაგოთ, გაასუფთავოთ, გადაახალისოთ, გასატანი – გაიტანოთ, გასაცემი-  გასცეთ, დასავიწყებელი – დაივიწყოთ.

მოკლედ, დიდი დალაგების და დიდი ცვლილებების დრო დადგა.

და გახსოვდეთ მთავარი: ნივთების დალაგება ნიშნავს წარსულის დალაგებას;)))

დატოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გაუგზავნეთ მეგობრებს ეს პოსტი და როცა დაალაგებთ თქვენს ცხოვრებას, გაგვიზიარეთ შედეგები.

სიყვარულით და თქვენი შესაძლებლობების რწმენით

თამარ საგინაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment