ქირით ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ადამიანები თავიანთი შემოსავლის უდიდეს ნაწილს სწორედ არენდის გადასახადში ხარჯავენ, თუმცა გერმანიის ამ პატარა ქალაქში მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად ბინები ჯერ კიდევ 1520 წლიდან ქირავდება და ფასი არ იცვლება.
ქალაქი ფუგერაი 1520 წელს მდიდარმა ბანკირმა იმ ადამიანებისთვის დააარსა, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებოდათ, 500 წლის შემდეგაც 67-მა საცხოვრებელმა სახლმა, რომელშიც დაახლოებით 147 ბინა შედის ტრადიცია შეინარჩუნა და მათი ქირაობა სულ რაღაც 88 ცენტად არის შესაძლებელი წელიწადში.
თუმცა იმისათვის, რომ ბინა მოგაქირაონ რამდენიმე პირობა არსებობს: აუცილებელია დამქირავებელი იყოს კათოლიკე, ლოცულობდეს დღეში სამჯერ და იყოს მეზობელი ქალაქის აუგსბურგის მცხოვრები მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.