fbpx

 გზა მედდობიდან მილიონერობამდე

ავტორი Ann
45 ნახვა

 

სამედიცინო კომპანია PJ Care-ის ხელმძღვანელ ჯენ ფლოუნს სკოლაც კი არ დაუმთავრებია. 30 წლის ასაკში მან გადაწყვიტა მედდის კურსები გაევლო და სამედიცინო კარიერა დაეწყო. ასეც მოიქცა.

 

90-იან წლებში ფლოუნი უვლიდა ადამიანებს, რომლებსაც დემენციის სხვადასხვა ხარისხი ჰქონდათ. თუმცა ასეთი ადამიანებისთვის სპეციალური შენობა ქვეყანაში არ არსებობდა. ჯენმა მოახერხა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაეწყო მუშაობა იმ იმედით, რომ მათგან დახმარებას მიიღებდა და სპეციალური შენობის აშენებას შეძლებდა, თუმცა ბიუროკრატიულმა პროცედურებმა ხელი შეუშალა.

 

მეუღლემ მას შესთავაზა თავად დაეწყო საკუთარი ბიზნესი. მათ ერთად დათვალეს ხარჯები და აღმოაჩინეს, რომ წლიურად ნევროლოგიური ცენტრი 166 ათას სუფთა მოგებას მოიტანდა. წყვილმა მიმართა ბანკს, თუმცა უმრავლესობამ უარი უთხრათ:

 

„მათთვის მე ვიყავი მედდა, რომელსაც ფინანსურ საკითხებთან შეხება არასდროს ჰქონია და ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდათ ჩემი ბიზნესში ჩართვა. ერთ-ერთ ბანკში თვალებშიც კი არ შემომხედეს, როდესაც მესაუბრებოდნენ“, – ამბობს ფლოუნი.

 

საბოლოოდ მას გაუმართლა და ბანკმა Unity Trust კრედიტად 1,2 მილიონი დოლარი მისცა. პირველი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა მილტონ-კინსში, რომელიც ლონდონიდან 72 კილომეტრში მდებარეობს. იქ ერთდროულად 22 ადამიანს შეეძლო მკურნალობა. მოგებიდან შემოსული თანხით ფლოუნებმა იყიდეს სახლი, რომელიც ბანკში ჩადეს და ამ თანხით კიდევ ორი ცენტრი გახსნეს პიტერბროსა და მილტონ-კინსში. მეოთხე ცენტრის გახსნა ჯენს მანჩესტერში ჰქონდა განზრახული.

 

ცენტრში მკურნალობა იაფი სულაც არ ღირს, კვირის ღირებულება იქ 2825 დოლარს შეადგენს, თუმცა პაციენტებს აქ ძალიან კარგად უვლიან და მათ სოციალიზაციაში ეხმარებიან. ჩვეულებრვ კლინიკებში მათ უბრალოდ საწოლზე მიაჯაჭვავდნენ.

 

ჯენ ფლოუნი 66 წლისაა და ის გაჩერებას არ აპირებს. მას გადაწყვეტილი აქვს საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment