fbpx

გზა რეალური მიზნისკენ…

ავტორი Ann
1.2K ნახვა

რა გსურთ? ეს გახლავთ მთავარი შეკითხვა საქმის დაწყების პროცესში. ბიზნესის კეთება სულაც არ იქნება რთული თუ გეცოდინებათ რა გსურთ სინამდვილეში. საქმე ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის რა სურს და სწორედ ამიტომ არასწორად სახავს მიზნებს.

უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ დაჯექით და ჩამოწერეთ თქვენი მიზნები. რასაკვირველია, ეს არ არის თქვენი სურვილების საბოლოო სახე, ეს მხოლოდ დასაწყისია. სიას მიზნები მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ემატებოდეს, ვიდრე თქვენს რეალურ მიზანს არ მიაგნებთ. მთავარია:

თქვენი მიზანი უნდა იყოს თქვენი – არა თქვენი მეუღლის, შვილის, მშობლის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის, მხოლოდ თქვენი. როდესაც თქვენს მომავალს სხვა გეგმავს თქვენს წარმატებას საფრთხე ექმნება.

თქვენი გეგმები თქვენთვისვე უნდა იყოს მნიშვნელოვანი – როდესაც წერთ თქვენს სურვილებს, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

იყავით კონკრეტული – თქვენი მიზნები უნდა იყოს პროგნოზირებადი და სპეციფიკური.

იყავით მოქნილი – მოქნილი გეგმა თავადვე დაგანახებთ გზას მის განსახორციელებლად.

იყავით კონკურენტული – გამოდით კომფორტის ზონიდან, ნუ შეგეშინდებათ შეჯიბრის.

იპოვეთ შესაბამისობა თქვენს ღირებულებებთან – მიზანი, რომელიც თქვენსავე ღირებულებებს ეწინააღმდეგება საუკეთესო ვერ იქნება.

იყავით რეალისტი – იყავით ძვირადღირებული, მაგრამ ნუ იქნებით სასაცილო. ნუ იოცნებებთ კალათბურთის თამაშზე თუ სიმაღლე ხელს არ გიწყობთ.

მოიპოვეთ მხარდაჭერა – შეარჩიეთ ადამიანების წრე, რომლებსაც ენდობით და გაანდეთ მათ თქვენი მიზნები, მოიპოვეთ მხარდაჭერა, ასე თქვენ ყველაფრის მიღწევას შეძლებთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment