fbpx

გოგა ჩანადირის თხოვნა

ავტორი ჟოლო
33 ნახვა

სულ მალე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შევალთ.
თუმცა, ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის დაჩქარებულად შეჩერების პროცესიც დაამტკიცა.
ამიტომ, რამდენადაც უვიზო მიმოსვლის პროცესი გაჭიანურდა, იმდენადვე მისი გაუქმება დაჩქარდება,
თუ:
1. ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად გავჩერდებით, ანუ ყოფნის ვადებს დავარღვევთ
2. დანაშაულს ჩავიდენთ
3. არ მოვიქცევით ისე, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია ნებადართული

ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, არ დავარღვიოთ ევროკავშირში ყოფნის ვადები და წესები, თორემ ასე ნანატრი ევროპა კვლავ დაგვშორდება.

მე ძალიან კარგად მესმის საქართველოში არსებული სოციალური ფონის სიმძიმე, მაგრამ ამის გამო, მთელი ქვეყანა გავწიროთ, ასწლეულებით ნანატრი ევროპა კვლავ ხელიდან გავუშვათ, გულდასაწყვეტი იქნება.
არალეგალური ყოფნა, კანონდარღვევა სამართლიანი გამოსავალი არ არის.
გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით იმათ, რომლებსაც ევროპაში უპრობლემოდ გადაადგილება უნდათ.
გთხოვთ, სასაზღვრო თუ საკონსულო განყოფილებების თანამშრომლებს მიზეზი არ მივცეთ, რომ დამამცირებლად მოგვექცნენ.
გთხოვთ, დავაფასოთ ჩვენი წინაპრები, რომლებსაც გული ევროპისკენ მიუწევდათ.
გთხოვთ, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები.
ერთი ადამიანის არასწორი საქციელიც კი საქართველოს პრობლემებს შეუქმნის.
გთხოვთ, ეს გავაკეთოთ სულხან-საბას ხათრით

გოგა ჩანადირი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment