fbpx

,,გულს მირევს ეს გაფილიტერებული სამყარო”

ავტორი ჟოლო
37 ნახვა

წყეულიმც იყავ!!! გულს მირევს ეს გაფილიტერებული სამყარო!!! მძულს ყველაფერი რაც დივიდენდებისთვის სჭირდება კაცობრიობას! იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის უმწეო ბავშვები და ქალები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რელიგია ქრისტიანობაა! მსოფლიო დუმს. დუმს, რადგან ისინი არც შარლის ჟურნალისტები არიან და არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მატარებლები. მსოფლიო დუმს, რადგან მათ უკან არ ჩანს არც შავი ოქროს საბადო და არც გეოპოლიტიკური პლაცდარმი, თორე ყველა ქვეყნის ლიდერი, უეჭველი ჩაჰკიდებდა ერთმანეთს ხელს მანჰეტენზე, შანზელიზეზე და აჩვენებდნენ მსოფლიოს ჰუმანურობის, ტოლერანტობის გრანდიოზულ სპეკტაკლს! მძაგს, ეს კაცთომოყავარე დემოკრატია თავისი გაუფასურებეული პოსტერებით და ფლეშ-მობებით!!! მძაგს ” ბინძური ჰუმანიზმი” სადაც სასტიკად ჩეხავენ ყველა სულიერ ღირებულებას მატერიალიზმისთვის! და როგორც არასდროს, მძაგს საკუთარი უძლურება, რომ არ შემიძლია ამ სამყაროში რაღაც შევცვალო, რომ ვაგავარ სასოწარკვეთილ დედაკაცს, რომელსაც მოთქმის და სახის ჩამოხოკვის გარდა სხვა აღარაფერი შეუძლია! *** იღვიძებ დილით და გესმის საკუთარი შვილის ცრემლნარევი ხმა : “მოუსმინე მამა? წუხელის ბავშვებს თავი მოჰკვეთეს!” და შენ არ იცი, რა უნდა უპასუხო?! ის, რომ ბედნიერი ხარ, რადგან შენი შვილი “დემოკრატიულ საფრანგეთში” ცხოვრობს და მისი უფლებები დაცულია?! წყეულიმც იყავ ჰუმანურო და კაცთმოყვარე დემოკრატიავ, თუ შენს გადარჩენას უმანკო ბავშვთა სისხლი სჭირდება!!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment