48
“დე, დღეს მთელი დღეა ნამდვილი პრინცესასავით გეპყრობა ყველა და გრცხვენია კიდევაც, მაგრამ ამ ყველაფერს იმსახურებ და არა მხოლოდ 1 დღით, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. მინდა ყოველთვის ისეთი ბედნიერი იყო და ყოველ დღე ნაირ-ნაირ ყვავილებში გაიღვიძო როგორც დღეს”_ეს ამონარიდია ანანო ლევიძის პოსტიდან, რომელიც დედას_ეკა ხოფერიას, სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს. ჟურნალისტი დღეს 44 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ანანო ლევიძე: დედაჩემი რომ არა, არ ვიქნებოდი ისეთი როგორიც დღეს ვარ. მისი დამსახურებაა, რომ დღეს კოლეჯის დაფინანსების სერთიფიკატი მიჭირავს ხელში და 1 თვეში ინგლისში მივდივარ სასწავლებლად.
ძალიან გამიმართლა რომ არასდროს არ მაძალებდა რაიმეს და დაბადებიდანვე არ მეუბნებოდა შენ ექიმი უნდა გამოხვიდეო, მან სრული თავისუფლება მომცა და ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რაც დღეს ვარ. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია და ბავშვობიდანვე მეამაყებოდა დედაჩემი.
თუ ეკასთვის სამაგალითო ჟურნალისტი კრისტიან ამანპურია, ჩემთვის ეკა ხოფერიაა და არა იმიტომ რომ დედაჩემია. ეკა იყო ის ჟურნალისტი, რომელიც 24 საათი მუშაობდა იმისთვის რომ არაფერი მომკლებოდა და რომელსაც ყოველ ღამე სახლში 2 წლის ანანო ელოდებოდა, დედა ნიკოლაზე როცა იყო ფეხმძიმედ მაღალ ქუსლებზე იდგა და გადაცემა მიყავდა შეუჩერებლად.
ეკა არის ის ჟურნალისტი, რომელმაც 1 მილიონზე მეტი ლარი შეაგროვა 13 ივნისის ტრაგედიის დროს და ბევრ სხვა ადამიანს დაეხმარა. ყველაფერი რომ ჩამოვთვალო ალბათ ამის წერას დიდი ხანი ვერ დავასრულებ. ამასთან ერთად სამაგალითო დედაა ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის, სამივესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სამივეს ძალიან მაგრად გვიყვარს.
დე, დღეს მთელი დღეა ნამდვილი პრინცესასავით გეპყრობა ყველა და გრცხვენია კიდევაც, მაგრამ ამ ყველაფერს იმსახურებ და არა მხოლოდ 1 დღით, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. მინდა ყოველთვის ისეთი ბედნიერი იყო და ყოველ დღე ნაირ-ნაირ ყვავილებში გაიღვიძო როგორც დღეს.
დაბადების დღეს გილოცავ დე! არ შემიძლია ამხელა ტექსტების წერა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გაგიხარდებადიდი მადლობა ყველაფრისთვის მიყვარხარ