fbpx

„ერთი დიიიდი ტალღა ხომ უნდა აგორდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დაგვანეხებს?! “ – ნიკა ქავთარაძე

ავტორი ჟოლო
14 ნახვა

„დღეს ადამიანური ურთიერთობების ძირითადი/მიღებული ფორმა აგრესიაა. დედები შვილებს აღარ ეფერებიან. დები ძმებს. ცოლები და ქმრები სიყვარულს არ გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ.
ერთმანეთზე ცუდის თქმას მიგვაჩვიეს – ერთმანეთზე დაბოღმვაში დაგვანახეს გამოსავალი.
რამე თბილს და საყვარელს რომ დავინახავთ, ისე გვიხარია, თითქოს სხვა პლანეტიდან მოსული ამბავი იყოს.
ერთი დიიიდი ტალღა ხომ უნდა აგორდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დაგვანეხებს?!
რაღაცამ ხომ უნდა გააღვიძოს ჩვენში კეთილი არსება, რომლისთვისაც სიკეთის კეთება, სიყვარულის გამოხატვა იქნება ბუნებრივი ?!
წავახალისოთ კარგი ადამიანები, ნუ ვეძახით მათ სულელებს.
ნუ ვეტყვით, რომ მგელი უნდა იყო ცხოვრებაში.
ნუ მოვამზადებთ ვინმეს მკვლელად.
მე ერთი აფექტური ქართველი ვწერ ამას, რომელიც საშინელ გაჭირვებაში, ომში , უშუქობაში, შიმშილში და სიღარიბეში გავხდი ის, ვინც ვარ. მაგრამ წარსულს ვერ შევცვლით. ჩვენ მხოლოდ აწმყოში გვიწევს რამის კეთება. ხოდა მოდით ეს იყოს ადამიანისთვის ადამიანის სახის შენარჩუნება.
არა ძალადობას! კი – კაცთმოყვარეობას! “

ნიკა ქავთარაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment