„ოპერის ხუდრიკი გაუგდიათ“ – ასე იწყებს სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს რეჟისორი და ჟურნლისტ-კრიტიკოსი რევაზ შატაკიშვილი და ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის „საგმირო ამბავს“ იხსენებს.
რევაზ შატაკიშვილი: „აი, ისა, განახლებული ოპერის გახსნაზე ბილეთები რომ არ გაყიდა და თეატრში მარტო მეჯღანუაშვილები შეუშვა და თან გამოგვთათხა, გახსნაზე მარტო ღირსეულებს ვიწვევო, ე.ი. თქვნ ღირსება არა გაქვთო :)))
და ვის ჰქონდა ღირსება? ქართუს ავანჩავანს, ქოცებს, ღვდლებს, ტალიკ-ტალიკ, წითლად აღვარღვარებულ ინწლიგენტებს 🙂
ახლა, ისე არ გამიგოთ, ვინც მაგან დაპატიჟა ყველა ვიგინდარა იყო, ვინუჟდენი მართლა ღირსეული ხალხის დაპატიჟებაც მოუწია. მაგრამ ვინც არ შეგვიშვა, არშეშვებაც არ გვაკმარა და ღირსებაც აგვყარა.
მაგრამ მაგას რა უნდა მოსთხოვო, მთლად ფაფარაყრილი ყოფილა. მინისტრმა ღიად უთხრა წადიო და წასვლის ნაცვლად, დამდგარა და სხვების გაყრა დაუწყია და გაიბურთავეს.“