„გოიმზე მახსენდება ყველა კაი კაცი გივი სიხარულიძით დაწყებული კორკოტათი დამთავრებული. კაი მსმელი, კაი დამრტყმელი“ – ამბობს უცხოეთში „გაქცეული“ ზაზა ბურჭულაძე „მძიმე კაცთან“ საუბრისას. დავით კოვზირიძე მას ბერლინში ესტუმრა.
მწერალი საკუთარ თავსაც ახასიათებს და ბევრ სხვა საინტერესო დეტალზეც საუბრობს. არაკაცზე საკუთარი თავი მახსენდება, – ამბობს ის. მე ვარ არაკაცი.
ზაზა ბურჭულაძე: „ბერლინში, რომ ჩამოვედი ფიზიკურად არ ვგრძნობდი თავს კარგად. ბევრი ტესტირებების შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე მაქვს C ჰეპატიტი. ექიმმა რომელმაც გამსინჯა მითხრა, -სასწრაფოდ სამკურნალო ხარო.
<p>გამეცინა. არც დაზღვევა მქონდა მაშინ და არც მკურნალობის ფული. არადა ეს ათეულობით ათასი ევრო ღირს. აქ კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში მკურნალობა. ამ სრულიად უცხო კაცმა კი ნახევარ წუთში მიიღო გადაწყვეტილება – მე გიმკურნალებო… რამდენიმე ათას რომ თავი დავანებოთ, ანუ მუქთა მკურნალობას. ერთი წლის განმავლობაში, ის ყოველ ორშაბათს საკუთარი ხელით მიკეთებდა ინტეფერონს მუცელში. რატომ?! სრულიად არაფრის გამო…
ვერ წარმომიდგენია საქართველოში ასე უფასოდ ემკურნალა ვინმეს ჩემთვის, ქუჩიდან მისულისთვის…
…
ბიძინა ივანიშვილი? – არა მგონია, რომ რამე მიზანი ჰქონდეს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ფული დააგროვა, როგორ რანაირად ეს უკვე განსჯის საგანია, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ გართობა მოიწყოს, უბრალოდ შეიძინა ერთი ქვეყანა, ხალხი… ქართველები უბრალოდ იყიდა“…