fbpx

“თვლის რომ 21 წლის თინეიჯერია და 50 ის რომ გახდა არ შეახსენოთ”. როგორ ულოცავს დათო ტურაშვილს ქალიშვილი დაბადების დღეს?!

ავტორი ნინო გონგაძე
38 ნახვა

დღეს, მწერალ დათო ტურაშვილის დაბადების დღეა. ანაკო ტურაშვილმა მამას სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი, სიყვარულითა და სითბოთი გაჟღენთილი პოსტი მიუძღვნა.

“დღეს მამაჩემის დაბადების დღეა:)) 50 წლის გახდა:))) არ უყვარს თავის დაბადების დღე და ყოველთვის იმალება:)) დღესაც გაიქცა ქალაქიდან შორს:)) უდიდეს უსამართლობად მიმაჩნია, რომ შვილებს არ აქვთ საშუალება საკუთარი მშობლები მანამდე გაიცნონ სანამ ისინი მშობლები გახდებოდნენ, მე რომ დავიბადე დათო 26 წლის იყო, როგორი იყო მაშინ და მანამდე მხოლოდ მონაყოდან ან მისივე დაწერილი დღიურებიდან ვიცი.

ერთხელ შემთხვევით ვიპოვნე მის უჯრაში რაღაც რვეული, იქ ჯარის ამბები იყო მოთხრობილი და კიდევ ვიღაც გოგოზე, როგორ მოეწონა და როგორ სთხოვა შეხვედრა, ჩემთვის ისეთი ემოციური იყო იმ დღიურის წაკითხვა, თითქოს მამაჩემი გავიცანი 22 წლის ასაკში:)) მთელი ღამე ვტიროდი ბედნიერებისგან:)) რაც უფრო ვიზრდები, საკუთარ თავთან ერთად მამაჩემსაც შევიცნობ, ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ძალიან ვგავარ და მგონია, რომ რაღაც მისი ნაწილი მაქვს, და საერთოდ მისი ნაწილი ვარ:))

ყველაფერი რაც ვიცი და საერთოდ როგორიც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დედას ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩემს გაზრდაში შეტანილი, ის რაც ვარ და რაც ვიცი ყველაფერი დათოს დამსახურებაა:)) იმიტომ კი არა რომ მამაჩემია, გულწრფელად არ ვიცნობ ასეთ ადამიანს, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება იყო ასეთი კეთილი, ვერც იმას ვხვდები როგორ იმახსოვრებს ამდენ ინფორმაციას:)) არ ვიცი როდის ძინავს, მუდამ კითხულობს და დაახლოებით ციფრსაც ვერ ვხვდები, რამდენი წიგნი შეიძლება ჰქონდეს წაკითხული.

მოკლედ, გამიმართლა, რადგან გავიზარდე თავისუფლების, სიყვარულის და სიკეთის სიყვარულით, სწორი ფასეულობებით და შეხედულებებით, მუდამ აქციებზე, მუდამ რაღაცის გასაპროტესტებლად დავყავდი:)) ძალიან ბევრის დაწერა შემიძლია, მაგრამ სხვა დროს იყოს:) გილოცავ მა ❤️ p.s. თვლის, რომ 21 წლის თინეიჯერია და 50 ის რომ გახდა არ შეახსენოთ:)))”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment