38
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ზურაბ ერისთავი „სტატუსს“ აქვეყნებს, რომელსაც უამრავი ადამიანი ეხმაურება. რამდენიმე საათის განმავლობაში „სტატუსი“ 300-მდე ადამიანმა გააზიარა.
“მეგობრებო, გუშინ მუშთაიდში, როგორც აღმოჩნდა “ეშმაკის ბორბალზე” ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო. პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციაში. ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალიათ ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს. დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება! ვენაცვალე მაგათ მშობლებს.”