fbpx

იმისთვის, რომ მივაღწიოთ რაიმე მიზანს…

ავტორი ჟოლო
752 ნახვა
0 კომენტარი
2

“არ არის უცილებელი ხედავდე კიბეს მთლიანად. საკმარისია ხედავდე პირველ საფეხურს და გადაგდა პირველი ნაბიჯი რწმენით.” მარტინ ლუთერ კინგი

ხშირად ჩვენ გვგონია იმისთვის რომ მივაღწიოთ რაიმე მიზანს, საჭიროა დეტალურად, კონკრეტულად გვქონდეს ყველაფერი გათვლლილი წინასწარ. გაწერილი სტარტიდან საბოლოო წერტილამდე. და ამაში თავად მიზნეების დაგეგმვის შესახებ ძალზე ცნობილი წიგნების ავტორიტეტული ავტორებიც სცოდავენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ შეუძლებელია წინასწარ გათვალო ყველა ნაბიჯი. ყველა სფეხური.

ელემენტარულად პურის ყიდვა, ქმედება, რომელსაც თქვენ ყოველდღე აკეთებთ და ყველაფერი თითქოს გათვლილია, შეიძლება ჩაგეშალოთ. შეიძლება რაღაც შეფერხება მოხდეს, მოულდნელად ვინმე გეწვიოთ, ან მაღაზია დაგხვდეთ დაკეტილი და ვერ შეძლოთ ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას პურის შეძენა, როგორც გეგმავდით. მითუმეტეს შეძლებელია წინასწარ განსაზღვრო ყველაფერი ბევრად უფრო რთული მიზნისთვის.

ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არ არის აუცილებელი ვხედავდეთ კიბეს მთლიანად, მთავარია ვიცოდეთ რაზეა ეს კიბე მიდგმული. თუ ჩვენ გვინდა ჩავიდეთ დავუშვათ თბილისიდან ბათუმში, არ არის აუცილებელი ვხედავთ მთელ გზას. მთავარია ვიცოდეთ მიმართულება და უბრლაოდ დავიძრათ.

დაიძარით თამამად, დაიწყეთ მოქმედება რწმენით და სიყვარულით, გადადგით ყოველდღე თუნდაც სულ პატარა, მცირე ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე.

ხვიჩა მებონია

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort