„ამას ვწერ რათა თქვენც იცოდეთ მეგობრებო. პოლიციაც გაფრთხილებულია და ყველა სხვაც“ – ვკითხულობთ დავით დეფის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. როგორც ცნობილი ხდება პოეტზე თავდასხმა ისევ განმეორდა, ხოლო ადამიანი, რომელიც მას მოკვლით ემუქრება ამოცნობილია.
დავით დეფი: „რამოდენიმე თვის წინ, ჩემს სახლთან მაღაზიაში, ჩემი ცოლისა და სხვა ადამიანთა თვალწინ, ზურგიდან, წიხლებით, ლაჩრულად, კონკრეტულად ჩემი წიგნების გამო, თავს რომ ერთი არარაობა დამესხა და მე რომ პატრული არ გამოვიძახე, რადგან სამუდამოდ სამახსოვრო პასუხი გავეცი-მეთქი ვწერდი, მეგონა აღარ შემხვდებოდა. დღეს შუადღეს, სახლთან დამხვდა, ისევ ზურგიდან მოვიდა და საზიზღარი, აგრესიული ღრეჯვა დამიწყო. მისთვის ხელი არ მიხლია, ერთი გავხედე გამეცალე-მეთქი და გზა გავაგრძელე.
უკან დაიხია და დუჟმორეულმა მუქარით მომაძახა – გესვრი იცოდე, დაგჭრი, გესვრიო. იღრიჯებოდა, იმუქრებოდა, ილანძღებოდა.
მივმართე პოლიციას. მეც და ბევრმაც, ვიცით ვინც არის. თურმე ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობს და ორმოცდათხუთმეტი წლისაა. ჰყავს ცოლი და ორი შვილი.
ამას ვწერ რათა თქვენც იცოდეთ მეგობრებო. პოლიციაც გაფრთხილებულია და ყველა სხვაც.
იმედი მაქვს პოლიციის ოფიცერი მას უკვე დაელაპარაკა. ჩემთან და ჩემი ოჯახის წევრებთან ახლოს გაკარებაც აუკრძალა.
ყოველი ჩვენგანი ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ვინიცობაა ამ თავსგასულმა, ბოღმისგან ტვინგამომხმარმა მე კიდევ რაიმე ზიანი მომაყენოს, არავინ თქვას რატომ პოლიციას არ უთხარიო ან ფბ-ზე არ დაწერეო“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
დ ♔ სიახLOVE
20 აპრილი 2016