fbpx

„ისინი უბრალოდ იარაღია კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული ჯგუფების ხელში“

ავტორი ჟოლო
21 ნახვა

ამ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვერაფერს მოვთხოვთ. ისინი უბრალოდ იარაღია კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული ჯგუფების ხელში, რომელთაც კონკრეტული მიზნები აქვთ. მათი, და არამხოლოდ მათი დანაშაული ისაა, რომ საკუთარი 20+- წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ პიროვნებებად ჩამოყალიბებულიყვნენ; ეცადათ მაინც…

[თქვენ რომ წამალს იკეთებდით, კაი იყო? თქვენ რომ ერთმანეთს იარაღს უშენდით, კაი იყო? თქვენ რომ ქვეყანას ანგრევდით, ხომ შეგრჩათ? ჩვენც გვინდა!] – შეუდარებელი ლოღიკაა.

და თუ რამეა ჩვენი თაობის, მათი მშობლების თაობის ბრალი, სწორედ ის, რომ ესენი ასეთები არიან! და კიდევ ის, რომ ზემოთქმულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. როდესაც ყველას ყველაფერი შერჩა, აღარც ისაა გასაკვირი, რომ მომავალმაც მოისურვოს იგივეს გამეორება. მსგავსის მაინც…

ასე მივიღეთ აღრეული ორიენტაციის ქვეყანა…

ცოტნე გამსახურდია

 Francis Prymerski

მსგავსი სტატიები

Leave a Comment