fbpx

„ის ცოცხალი იყო და შანსიც ჯერ კიდევ ჰქონდა“ – სულა სულაშვილი

ავტორი ჟოლო
25 ნახვა

ვიცოდი დიდი პასუხისმგებლობა იყო, მომაკვდავი ბავშვის 5 000 კმ-ის მანძილზე გადმოყვანა, მაგრამ …“ –  წერს სოციალურ ქსელში საქართველო – საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი და პატარა გოგონას საოცარ ისტორიას გვიამბობს.


სულა სულაშვილი: არსაოდეს დაკარგოთ იმედი მაშინაც კი, როდესაც სხვა, თქვენს სიცოცხლეს უმკაცრეს ვერდიქტს გამოუტანს… 

როდესაც პატრა გოგონას ჯანმრთელობის ისტორიას გადავახედე და კომპეტენტურ სპეციალისტებს ვკითხე: არსებობს შანსი?


პროფესორმა მიპასუხა: შანსი მხოლოდ გარდაცვლილებს არ აქვთ.


ვიცოდი დიდი პასუხისმგებლობა იყო, მომაკვდავი ბავშვის 5 000 კმ-ის მანძილზე გადმოყვანა, მაგრამ ის ცოცხალი იყო და შანსიც ჯერ კიდევ ჰქონდა.


ექიმებმა, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ გოგონა უიმედო ავდმყოფი იყო, ხოლო მის ოპერაციას რამდენიმე ათეული ათასი დოლარი სჭირდებოდა საზღვარგარეთ, დღეს ეს გოგონა უკვე მომხიბვლელად იღიმება. კეკლუცობს სარკის წინ და რაც ყველაზე მთავრია: პირობა მომცა, როცა გაიზრდება და გათხოვდება, მის ქორწილში თამადა ვიქნები.

 smile ემოცია 
ფრანგმა ექიმებმა ცირას ცხოვრება შეცვალეს. ოპერაციის გარეშეც მისი სრული განკურნების იმედი მოგვცეს.


არ დანებდეთ!
გაიმარჯვებთ!“


მსგავსი სტატიები

Leave a Comment