fbpx

„იყავით ბედნიერი დღეს “

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

…ბათუმში, რედისონის უკან, ნაგვის ბუნკერების გადასწვრივ, ნანგრევებში ერთი კაცი ცხოვრობს….
…ისე, ცხოვრობს თუ ისვენებს ვერ გეტყვით, მაგრამ უკვე რამოდენიმე დღეა აქ რომ ძინავს ნამდვილად ვიცი – პატარა გადახურული აქვს მოწყობილი და მისი ბინაც ეს არის….
…საკმაოდ კარგად აწყობილი სხეული აქვს, გტძელი წვერი, ყურსასმენები უკეთია და ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ნადავლით საუზმობს ხოლმე…

…დღეს სისხამ დილით ნაგავში გაუხსნელი ჩიფსების შეკვრა იპოვნა და არაჟანი, რომლის ვადასაც დიდხანს აკვირდებოდა – ცოტა ხანში აცეკვდა და ცეკვა-ცეკვით შეუდგა თავის მოპოვებულ საუზმეს……ისეთ ფანტასტიურ ხასიათზე იყო, რომ გულწრფელად მომინდა მეც მასეთ ხასითზე ვყოფილიყავი ….

..მისი “ბინის” გადასწვრივ, რედისონის მთავარი შესასვლელიდან კი ამ დროს უჟმური სახეებით და ზანტი ნაბიჯებით მიიზლაზნებოდნენ ზღვისაკენ ისინი, ვისაც ზღვაზე წასვლა არ დაეზარა დღეს….
…ასე რომ ნუ დაელოდებით, როდის გექნებათ “ბევრი ფული”, 5*****ანი დასვენება, “კარგი” მანქანა, “ყველაზე მაგარი ” საცურავო კოსტუმი……
…იყავით ბედნიერი დღეს ….
უბრალოდ ბედნიერი იმით რომ ხართ, რადგან თუ “საწყალი ” ხარ სადაც არ უნდა წახვიდე, რაც არ უნდა ჩაიცვა, სადაც არ უნდა ისადილო, საწყალი იქნები….

P.S.
ისე თუ მოწყენაა, ჯობია ბენტლიში მოიწყინო , ვიდრე ავტობუსში….მაგრამ….

სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა: –
სიხარული მინდა გისურვოთ …ხალასი, ცოცხალი, ბავშვური….როცა ყველაფერი გახარებს მზე, ზღვა , ლამაზი სახეების დანახვა….ქუჩები…
…ულევ სიხარულს გისურვებთ

ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები